logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება და იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
მიხეილ ჩხენკელი: მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება და იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
15:49 14.11.2019
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახლადდანიშნულმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ ის როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ძალიან აქტიურად იყო ჩართული როგორც განათლების კომპლექსური რეფორმის შექმნაში, ასევე დაგეგმვასა და განხორციელებაში. შესაბამისად, განათლების რეფორმა უფრო სწრაფად და ეფექტურად გაგრძელდება.

„ეს რეფორმა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი განათლების სისტემისთვის. ყურადღება მიექცევა აბსოლუტურად ყველა მიმართულებას. ერთ საკითხს განსაკუთრებით გამოვყოფდი: ეს გახლავთ პედაგოგებისა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისათვის ხელფასების ზრდა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი და რასაკვირველია, ანაზღაურების ზრდის პროცესი გაგრძელდება. აქვე მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იგივე მოხდეს უნივერსიტეტების პროფესორებისთვის, ჩვენი მეცნიერებისთვის და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისთვის. ეს აუცილებლად გაკეთდება.

მინდა ასევე გითხრათ, რომ სკოლების მიმართულებით დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლების ავტონომიის ზრდას და ამ მხრივაც იქნება სერიოზული ნაბიჯები გადადგმული. როგორც მოგეხსენებათ, პროფესიული განათლება, ასევე გახლავთ უაღრესად სტრატეგიული მიმართულება, რადგანაც პირდაპირ დაკავშირებულია დასაქმებასთან. შესაბამისად, ახალი იდეები და ახალი მიმართულებები იქნება განსაზღვრული იმისთვის, რომ გაიზარდოს მისი პოპულარიზაცია საზოგადოებაში.

უმაღლესი განათლება და მეცნიერება ჩემთვის ძალიან მნიშველოვანი პრიორიტეტია და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რეფორმებს ამ მიმართულებით.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ორი მეგაპროექტი, რომელიც ჩვენს საგანამნათლებლო სისტემაში მიმდინარეობს, ეს არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ 2020 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს და ახალი აკადემიური ცხოვრება დაიწყება. მეორე მეგა პროექტი გახლავთ ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც იფუნქციონირებს ამავე უნივერსიტეტში. აღნიშნული ცენტრში მოხდება სიმსივნის მკურნალობა და ასევე, წარიმართება ძალიან სერიოზული სამეცნიერო კვლევითი პროცესი მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა