ტელეკომპანია მთავარი არხის 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გავიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი არხი ინფორმაციას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც ავრცელებს.
„დაუდგენელი მიზეზების გამო გაითიშა არხის საინფორმაციო სამსახურის სერვერი და საეთერო, რის გამოც ახალი ამბების პირდაპირ ეთერში გაშვება ვერ ხერხდება.
პრობლემის აღმოფხვრაზე არხის ტექნიკური სამსახური მუშაობს“-ნათქვამია განცხადებაში.

















