logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ორწლიანი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა
კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ორწლიანი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა
13:57 13.11.2019
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ორი წლის განმავლობაში, მათგან მხარდაჭერას გრძნობს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ის თავისი უფლებამოსილების შესრულებას ზუსტად ორი წლის წინ, 13 ნოემბერს შეუდგა.

"დღეს 13 ნოემბერია. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა შესაძლებლობა, ვუხელმძღვანელოთ ქალაქს. ზუსტად 13 ნოემბერი იყო, როდესაც მერიაში ოფიციალურად შევედით და ჩვენს საქმიანობას შევუდექით. მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, ყველა თბილისელს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც პირადად მე, ჩემი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, ეს დამატებით გვაძლევს სტიმულს, რომ ჩვენს ქალაქს ვემსახუროთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობა მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი ყველანაირად მოწესრიგებული იყოს.

"ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. არსებობს პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა. ყველა დღე, ყველა საათი, ყოველი წუთი ჩვენი მოქმედებების, მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი მოწესრიგებული იყოს, ქალაქში გამართული ინფრასტრუქტურა გვქონდეს, იყოს ძალიან ბევრი მწვანე სივრცე, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, გვქონდეს უსაფრთხო ქალაქი. შესაბამისად, ჩვენ ამ შემართებით და მოტივაციით, ვემსახურებით თბილისს და თბილისელებს და დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება მომავალშიც. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ყველა თანამშრომელს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა