logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა სატბორე მეურნეობები დაათვალიერა
ლევან დავითაშვილმა სატბორე მეურნეობები დაათვალიერა
13:52 12.11.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფელ ხაშმსა
და სოფელ ტბისში, უკრაინული ინვესტიციებით შექმნილი სატბორე მეურნეობები დაათვალიერა.

თევზსაშენებში ათას ტონაზე მეტი თევზი აწარმოებენ, რომლის რეალიზება როგორც ადგილობრივ, ასევე, დსთ-სა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ბაზრებზე ხდება.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა აკვაკულტურის განვითარებისათვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო პაკეტით, სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა მოხდება.

„საქართველოს აკვაკულტურის, მარიკულტურისა და, ზოგადად, თევზის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, შესაძლებელია ჩვენი ქვეყანა, ამ პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად იქცეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნული მიმართულებით ახალი კანონმდებლობის შესაქმნელად ერთწლიანი მუშაობა დასრულდა.

ჩვენ გავითვალისწინეთ წამყვანი ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, კანონის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებიც. უკვე მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც ძალიან მოკლე ხანში პარლამენტი დაამტკიცებს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უკრაინული ინვესტიციით საქართველოში სამი სატბორე მეურნეობა შეიქმნა. კომპანიას „aqua farm village khashmi” ხაშმში წარმოებული თევზი დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში გააქვთ. მომავალი წლიდან კი, წარმოების გაფართოებას გეგმავენ და შავი ზუთხის მოპოვებას აპირებენ. თეთრიწყაროში, სოფელ ტბისში კი, კომპანია „rioni sturgeon factory“ ნორვეგიის ორაგულსა და ჩილეს ორაგულს აწარმოებს. მიმდინარეობს მუშაობა კალმახის ხიზილალის წარმოებაზე. ამავე მიმართულებით მუშაობს მესამე კომპანია „club admiral”.

როგორც კომპანიების მფლობელი სერგეი პანჩენკო აცხადებს, განხორციელებული უკრაინული ინვესტიცია, ბოლო წლების განმავლობაში, 10 მილიონ დოლარს აჭარბებს.

საქართველოში არსებულ სატბორე მეურნეობაში მოყვანილი ქართული ხიზილალის გატანა, სამომავლოდ, მსოფლიო ბაზარზე იგეგმება. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან უკვე მიმდინარეობს. 



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა