logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვოლფგანგ ჰერმანი: ჩემი მხრიდან დახმარება განხორციელდება ჩემი კარგად გამართული გლობალური ქსელის მეშვეობით, რათა წარმატებული თავი დაიწეროს ახალი უნივერსიტეტის ისტორიაში
ვოლფგანგ ჰერმანი: ჩემი მხრიდან დახმარება განხორციელდება ჩემი კარგად გამართული გლობალური ქსელის მეშვეობით, რათა წარმატებული თავი დაიწეროს ახალი უნივერსიტეტის ისტორიაში
18:30 10.11.2019
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა დაინერგოს როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის უნიკალური სასწავლო პროგრამები“ -აცხადებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი ვოლფგანგ ჰერმანი ფილმში, რომელშიც საუბარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე.

„ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო წარმომადგენლობა, რა თქმა უნდა, საქართველოს საუკეთესო „ტვინებთან“ ერთად. უნდა დაინერგოს როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის უნიკალური სასწავლო პროგრამები. შედეგად, ძალიან მალე გვეყოლება სტუდენტები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ისწავლიან ახალ უნივერსიტეტში“ - ამბობს ვოლფგანგ ჰერმანი.

მისი თქმით, მთავარი მიზანია ახალი უნივერსიტეტის მხარდაჭერა, პროფესორების და სტუდენტების საერთაშორისო ჯგუფების შექმნა.

როგორც ჰერმანი აღნიშნავს, მისთვის ძალიან სასიხარულოა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტად არჩევა.

„ჩვენი უნივერსიტეტის მთავარ დარბაზში გაიმართა მასშტაბური ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მე ამირჩიეს საპატიო პრეზიდენტად ჩემს თანამდებობაზე ყოფნის 24 წლის შემდეგ, რაც რეკორდული მაჩვენებელია მთელ ევროპაში. მე ასევე გახლავართ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, რაც ძალიან სასიხარულო და საპატიოა. ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის. დახმარება ჩემი მხრიდან განხორციელდება ჩემი კარგად გამართული გლობალური ქსელის მეშვეობით, რათა წარმატებული თავი დაიწეროს ახალი უნივერსიტეტის ისტორიაში“- აცხადებს ვოლფგანგ ჰერმანი.

მისი თქმით, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუძლია თავისი უზარმაზარი სამეცნიერო, საინჟინრო, ტექნოლოგიური, სამედიცინო და ეკონომიკური ცოდნის გაზიარება ახალდაარსებული უნივერსიტეტისთვის. ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.

„სამეწარმეო სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი გულისხმობს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის შეტანას ბაზარზე საინტერესო პროდუქტების და პროცედურების სახით, რამაც უნდა მოიტანოს ფინანსური სარგებელი. ეკონომიკას სჭირდება ფული, რათა ისევ კვლევებსა და განათლებას დაუჭიროს მხარი. ჩემი აზრით, საქართველოს ახალი უნივერსიტეტის მთავარი სარგებელი მდგომარეობს იმ სულისკვეთებაში, რომლის გადანერგვაც შესაძლებელია მიუნხენის უნივერსიტეტიდან. ჩემი წარმოდგენით, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი გაიხსნება, ჩვენ უნდა განვახორციელოთ აქტიური გაცვლითი ვიზიტები ყველა დონეზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ გერმანელი სტუდენტები მნიშვნელოვან ცოდნას მიიღებენ საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ისევე, როგორც ქართველი სტუდენტები გერმანიაში“ - განაცხადა ჰერმანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა