logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი: ალბათ არაორდინალურები არ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როდესაც პირველი ბჭობა დავიწყეთ, გაგვიჩნდა  საშუალება, რომ ქვეყანას დავხმარებოდით
ბიძინა ივანიშვილი: ალბათ არაორდინალურები არ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როდესაც პირველი ბჭობა დავიწყეთ, გაგვიჩნდა საშუალება, რომ ქვეყანას დავხმარებოდით
15:10 09.11.2019
„განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისაკენ. განათლება გაძლევს პროფესიას, პროფესია კეთილდღეობისკენ გზაა. ალბათ არაორდინალურები არ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როდესაც პირველი ბჭობა დავიწყეთ, გაგვიჩნდა საშუალება, რომ ქვეყანას დავხმარებოდით“- აცხადებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას ეხება.

ბიძინა ივანიშვილი სტუდენტობის პერიოდს იხსენებს, როდესაც დიპლომი იყო უმოკლესი გზა და არა განათლება, არა შინაარსი, არამედ ფორმა. მისი თქმით, საქართველოში განათლების დონემ მისი ყურადღება ჯერ კიდევ ასპირანტურაში სწავლის დროს მიიქცია.

„მე ჯერ კიდევ ასპირანტურაში ვსწავლობდი მოსკოვში, როდესაც პირველად მიიქცია ჩემი ყურადღება საქართველოს განათლებამ და განათლების დონემ. ასპირანტურაში ეკონომიკაში ვაკეთებდი დისერტაციას და ფიზიკა-მათემატიკაში ვამზადებდი აბიტურიენტებს, ამით ვცხოვრობდი პრინციპში იქ. სტიპენდიის გარდა, სხვა შემოსავალი არ მქონია და დამხმარეც არ მყავდა. ამ ფონზე შევამჩნიე, რომ განათლების დონე და ატესტატებში ნიშნები იყო აცდენილი და ამან ჩემი გულწრფელი შეშფოთება გამოიწვია. მახსოვს, თბილისში დავბრუნდი, ჩემს მეგობრებს ეს მოვუყევი შეშფოთებულმა და წერილიც გავამზადე. ერთი ჩემი მეგობარი ხშირად წერდა და მას ვთხოვე დახმარება, რომ გამყოლოდა, „ახალგაზრდა კომუნისტი“ იყო მაშინ და იქ მინდოდა დაბეჭდვა ამაზე, რომ განგაში დავიწყოთ ქართველებმა, რომ სკოლებში თუ სწავლის დონე არ აიწია ოდესღაც, ის დამოკიდებულება გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროს დამახინჯებული სისტემა, რომ დიპლომი იყო უმოკლესი გზა და არა განათლება, არა შინაარსი, არამედ ფორმა და ეს იყო მძიმე დრო. მე მაშინ მოვახერხე და გულწრფელად, ჩემმა სამეგობრომ იცის, რომ გონგის შემოკვრა გადავწყვიტე, რომ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება ოდესღაც ქართველებს ძალიან გაგვიჭირდეს, როდესაც სიტუაცია შეიცვლება და არა დიპლომს, ჭეშმარიტად ცოდნას დაედება ფასი. მახსოვს, „ახალგაზრდა კომუნისტში“ წერილი მივიტანე, არ დამიბეჭდეს, იმედგაცრუებული წამოვედი, მაგრამ აქედან მოყოლებული და ეს ბუნებრივი პროცესია რა თქმა უნდა, შესაბამისად, ალბათ არაორდინალურები არ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როდესაც პირველი ბჭობა დავიწყეთ, გაგვიჩნდა საშუალება, რომ ქვეყანას დავხმარებოდით. ეს იყო მე მგონი 1992 წელი. უნივერსიტეტის მშენებლობა თავში აზრადაც არ მოგვსვლია, იმიტომ რომ არსებული უნივერსიტეტები იყო. იმ პერიოდში სკოლები ცუდ დღეში იყო მოგეხსენებათ და ის ამბიცია, რომ ახალი გააკეთო, აზრადაც არ მოგვსვლია, რომ ჩვენ უნივერსიტეტის მშენებლობა დაგვეწყო მაშინ. არსებულის დახმარებას ვახერხებდით “ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა