თბილისაა და ოდესას შორის პარტნიორული ურთიერთობები დამყარდება. აღნიშნულთან
დაკავშირებით, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ და ოდესის მერმა ალექსეი კოსტუსევმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულება 1996 წელს მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებას ეყრდნობა.
ოდესის მერთან ერთად, თბილისში უკრაინელი ბიზნესმენებიც იმყოფებიან.
თბილისის მერიის წარმომადგენლემა უკრაინელ სტუმრებს ქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, საინვესტიციო გარემო გააცნეს.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის მერიიდან აცნობეს, თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში, 3-6 მარტს თბილისს ოდესის მერიის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელები ეწვევიან და კოლეგებს შეხვდებიან, რათა დეტალურად შეისწავლონ თბილისში განხორციელებული რეფორმები და სხვადასხვა სფეროში ქალაქის მართვასთან დაკავშირებული გამოცდილება.

















