logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აბაშვილის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედნები ეწყობა
აბაშვილის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედნები ეწყობა
17:23 05.11.2019
სამგორის რაიონის გამგეობა მესამე მასივში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას

ახორციელებს. ე.წ. სამხედრო დასახლებაში, აბაშვილის ქუჩაზე, ორი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი დღეს, სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

აბაშვილის ქუჩაზე N15 კორპუსის მიმდებარედ 500 კვ.მ ფართობის კაუჩუკის საფარიანი კალათბურთის მოედანი ეწყობა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო გარე განათების სისტემა და სპორტულ მოედანთან განთავსდა ტრიბუნა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 113 646 ლარია. სამუშაოებს სამგორის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია, „კვადრელი“ აწარმოებს. სპორტული მოედანი მიმდინარე თვის ბოლომდე გაიხსნება.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აბაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთი სპორტული მოედნის მოწყობა ხორციელდება. კერძოდ, N1 კორპუსის მიმდებარედ, 480 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი ეწყობა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სპორტულ მოედანთან მოეწყობა სპეციალური პანდუსი და გარემო შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. უკვე დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და მოეწყო გარე განათების სისტემა.

სამუშაოების ფარგლებში, სპორტულ მოედანთან ასევე, მოეწყობა მაყურებელთა ტრიბუნა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 103 676 ლარია და მას სამგორის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა“ ახორციელებს.

სამგორის რაიონის გამგეობა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა