logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გია გაბრიჭიძე: პეტრეს, როლანდ ახალაიამ და მურთაზ ზოდელავამ ფული მოუტეხეს, რომელიც ამ მართლა უკანასნკელ პეტრეს ზაზა ოქუაშვილმა გამოუგზავნა
გია გაბრიჭიძე: პეტრეს, როლანდ ახალაიამ და მურთაზ ზოდელავამ ფული მოუტეხეს, რომელიც ამ მართლა უკანასნკელ პეტრეს ზაზა ოქუაშვილმა გამოუგზავნა
16:39 05.11.2019
პეტრეს, როლანდ ახალაიამ და მურთაზ ზოდელავამ ფული მოუტეხეს, რომელიც ამ მართლა უკანასნკელ პეტრეს ზაზა ოქუაშვილმა იმ პირობით გამოუგზავნა, რომ პატრიარქის მისამართით ტალახის სროლის წამახალისებლად ბიძინა ივანიშვილი დაესახელებინა,- ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, როლანდ ახალაიამ და მურთაზ ზოდელავამ გაცოფებული პეტრეს წინაშე თავი იმით იმართლეს, რომ ფული კი არ მოუტეხიათ, მხოლოდ ნაწილი დაუკავეს პირობის ბოლომდე შეუსრულებლობისთვის .

,,მსახურებაშეჩერებული ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს მიერ საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებული ბინძური კამპანიის უკან რომ დღევანდელი ე.წ. „მედასავლეთე“ ოპოზიცია დგას, ამის თაობაზე საზოგადოებაში არსებული ეჭვები, ზაზა ოქუაშვილის ტელეკომპანია „იბერიას“ ბაზაზე ფუნქციონირებადი მთავარი პარტიული არხის მომცრო სტუდიაში პანაშვიდზე ჩამომსხდარი ამორძალებივით მოვიშვიშე შვიდკაცამ გუშინ ისეთი სიცხადით დაადასტურა, რომ ეგრევე სტანისლავ ეჟი ლეცის უკვდავი სიტყვები გამახსენდა: „უხერხულია ეჭვით შემოიფარგლო, როცა სავსებით დარწმუნებული ხარ!“.

გამახსენდა თუ არა პოლონელი კლასიკოსი, ახალმა მტკიცებულებამაც არ დააყოვნა - უკვე მესამე წყარო მიდასტურებს, რომ პეტრე ცაავას ისე დაეძაბა ურთიერთობა როლანდ ახალაიასთან და მურთაზ ზოდელავასთან, რომ ამ უკანანსკნელს ხელიც კი შემოარტყა ყბაში მისმა მაღალუსამღვდელოესობამ (Eminentia Sua).

კონფლიქტის უშუალო მოწმე დეტალურად იხსენებს, რომ მეუფე პეტრე უკიდურესად აგრესიული ტონით პირდაპირ აკაჩავებდა სააკაშვილის ყოფილ პროკურორებს და ვინაიდან ზუსტ ციტირებას ახდენს, სავარაუდოდ კონფლიქტს იწერდა კიდე:

მეუფე პეტრე:

„მუსიე თქვა იჩიებუთინ, ფარა ქიმიღით ვარა კიდას ქიმგოტახაფუანთ დუდს“ (ფული მოიტანეთ, თორემ კედელზე მიგგამტვრევინებთ თავებს).

საქმე იმაშია, რომ გასაკრეჭად გამზადებულ მეუფეს ზაზა ოქუაშვილმა 60 ათასი დოლარი პრემია იმ პირობით გამოუგზავნა თურმე, რომ ამ მართლა უკანასკნელს პატრიარქის მისამართით ტალახის სროლის წამახალისებლად ბიძინა ივანიშვილი უნდა დაესახელებინა, მაგრამ შუამავლებმა 20 ათასი დოლარი მოუტეხეს და მხოლოდ 40 ათასი გადასცეს.

ეჭვიანობით განთქმული ოქუაშვილი ბოლომდე არ ენდო ახალაია-ზოდელავას ტანდემს, თავისი არხებით გადაამოწმა პეტრესთან პრემიის ამბავი და თან შეახსენა მეუფეს, რომ ივანიშვილის ნაწილში პირობა შესასრულებელი ჰქონდა. სწორედ ამ საუბარში „გაიასნდა“, რომ შუამავლებმა ფული მოტეხეს, რასაც მოჰყვა კიდეც ზემოხსენებული მწვავე კონფლიქტი.

წყაროს ცნობით, როლანდ ახალაიამ და მურთაზ ზოდელავამ გაცოფებული პეტრეს წინაშე თავი იმით იმართლეს, რომ ფული კი არ მოუტეხიათ, მხოლოდ ნაწილი დაუკავეს პირობის ბოლომდე შეუსრულებლობისთვის და სრულ თანხას მაშინ მიუთვლიდნენ, თუ მეუფე, გვარამიასთან ეთერში სტუმრობისას, ივანიშვილსაც გასვრიდა.

პეტრე თურმე თავისას არ იშლიდა:

„მუშენ მიფულით 60 მაჯღონ ზაზაქინ, ჟიდო მუშენ ვამწით“ (ზაზამ თუ 60 გამოაგზავნა, ადრე რატომ არ მითხარით?)

რაზეც როლანდ ახალაიას ასევე აგრესიულად უპასუხია:

„სი თაშ იქციებიქდა, სინოდიქ სწორას დუგატორმუზ" (შენ ისე იქცევი, სწორად დაგატორმუზა სინოდმა).

წყაროს ცნობით, მოჩხუბრები გააშველეს და საკითხი გადაუჭრელი დარჩა, თუმცა ხვალ-ზეგ რაზბორკა გაგრძელდება და როგორ დამთავრდება, ჯერ უცნობია“,- წერს გია გაბრიჭიძე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა