logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო
პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო
12:47 05.11.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხადაჭერით ერთთვიანი კამპანია დაიწყო, რომლის მიზანია რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინფორმირება იმ საგანმანათლებლო სერვისებზე, რასაც პროფესიული განათლების სისტემა საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს. პროექტი „სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (PSD TVET SC) პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

საინფორმაციო შეხვედრები 10 სხვადასხვა ქალაქში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიმართება, რომელსაც ვეტერანი მორაგბეები - ლექსო გუგავა და ნოდარ ანდღულაძე წარუძღვებიან.

კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრა კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ გაიმართა და მასში მორაგბეეთან ერთად, მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ და სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების და ტექნიკური პროფესიული განათლების და ტრენინგის პროგრამის დირექტორის მოადგილემ, იოჰანეს შრტიტმატერმა მიიღეს.

„დღეს ოფიციალურად დავიწყეთ პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია, რომლის ფარგლებშიც გვინდა კერძო სექტორი, მოქმედი თუ მომავალი სტუდენტები დავარწმუნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკას სჭირდება ბევრი ვეტერინარი, აგრონომი, მეღვინე, მშენებელი თუ სხვა პროფესიების წარმომადგენლები, ამ შესაძლებლობას კი, სწორედ პროფესიული განათლება სთავაზობს მსურველებს“ - განაცხადა გიორგი ვაშაკიძემ.

იოჰანეს სტრიტმატერის თქმით, მომავალი აქ იწყება! ქართველ ახალგაზრდებს შეუძლიათ არჩევანი სხვადასხვა თანამედროვე პროფესიებზე შეაჩერონ. ახალგაზრდები მათი პროფესიული ცხოვრებისთვის აუცილებელ ცოდნასა და კომპეტენციას სადიპლომო პროგრამების საშუალებით განივითარებენ, ხოლო ისინი, ვისაც დუალურ პროგრამაში მონაწილეობის ბედნიერება ხვდება წილად, არა მხოლოდ საჭირო უნარებს შეიძენენ, არამედ მომავალ დამსაქმებელსაც გაიცნობენ.

ორგანიზატორების განმარტებით, კამპანიის ფარგლებში, პოპულარულ სპორტსმენებთან შეხვედრა, საკუთარი წარმატებული ისტორიების გაზიარება და მათი მხრიდან, პროფესიებისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელობის ხაზგასმა, დამატებითი სტიმული იქნება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ეხლა გეგმავენ საკუთარი მომავლის დაგეგმვას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა