ევროპის ფონდმა სურსათის უვნებლობის აპლიკაციაუვნო (uvno) შექმნა, რომელიც, პირველად
საქართველოში, მარტივადხელმისაწვდომს ხდისსურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერსაქართველოში მოქმედი სასურსათო ობიექტების ინსპექტირების შედეგებს 2016 წლიდან დღემდე.
აპლიკაციის მიზანია, სურსათის საწარმოებში არსებული მდგომარეობის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება, რათა მან გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოს ობიექტში სურსათის შეძენის თაობაზე. მეორე მხრივ, აპლიკაცია ერთგვარი პლატფორმაა სამოქალაქო მონიტორინგისათვის, რათა მომხმარებლებს ჰქონდეთ ერთმანეთისათვის ინფორმაციის გაზიარების ქმედითი ინსტრუმენტი.
აპლიკაცია უვნო (uvno) შექმნილია, როგორც IOS, ისე Android ოპერაციული სისტემისათვის და მისი გადმოწერა შესაძებელია Apple Store-დან და Google Play-დან. მომხმარებელს აპლიკაციაში მარტივად შეუძლია, მოძებნოს მისთვის სასურველი სურსათის ობიექტი,დასახელების, მისამართისან წარმოების ტიპის მიხედვით და გაეცნოს ობიექტის სახელმწიფო კონტროლის შედეგებს. აპლიკაციაში ჩანს, რამდენად იცავს ობიექტი სურსათის უვნებლობის სტანდარტებს. შეუსაბამობის შემთხვევაში, აპლიკაციაში ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმის თაობაზეც, თუ რამდენი კრიტიკული ან არაკრიტიკული შეუსაბამობა იყო დაფიქსირებული კონკრეტულ ობიექტზე. გარდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებისა, აპლიკაცია თავს მოუყრის მომხმარებლის შეფასებებსა და კომენტარებსაც.ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს, თავად შეაფასოს სასურსათო ობიექტი - ასახოს ეს შეფასებავარსკვლავების მინიჭებით ან დატოვოსკომენტარი კონკრეტული საწარმოს გვერდზე.
აპლიკაცია ევროპის ფონდმა შექმნა, რათა გაიზარდოს მოქალაქეების მონაწილეობა სურსათის უვნელობასა და მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში. მოქალაქეების ჩართულობასთან ერთად,ევროპის ფონდი ხელს უწყობს ამ სფეროში სამმხრივ დიალოგს და წვლილი შეაქვს სურსათის უვნებლობასა და მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. „გარდა იმისა, რომ აპლიკაციას საინფორმაციო მნიშვნელობა აქვს მომხმარებლისთვის, ისსამოქალაქო აქტიურობისა და თანამონაწილეობისათვის შექმნილი პლატფორმაა, რათა ჩვენ ყველა ერთად ჩავერთოთ სურსათის უვნებლობის სტანდარტების დამკვიდრებაში, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი და ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობაზე აისახება,“- განაცხადა ევროპის ფონდის პრეზიდენმა, ქეთევან ვაშაკიძემ.

















