თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება.
როგორც "ნიუსპრესს" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, გათიშვის მიზეზი კერძო სახლებში
მიმდინარე ინდივიდუალური გამრიცხველიანებაა.
ამის გამო, გლდანი-ნაძალადევის რაიონში კაიროს, კაჭარავას, ანდრონიკაშვილის, რიონის, ივანოვის, ა. წერეთლისა და მ. წერეთლის ქუჩებს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდათ.
შეზღუდვა ეხება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში კუმისის, თოიძის, ნ. ჩხეიძის, ნინოშვილის, ფოცხვერაშვილის, ტყვიავის, რომის, ჩერნიშევსკის, ფიროსმანისა და გ. დოლიძის ქუჩებსაც.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, გათიშულ აბონენტებს წყლის მიწოდება 20:00 საათიდან აღუდგებათ.

















