logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი: დიდმა ილიამ თქვა, საკმარისი არ არის, კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოს, თამაზ ტყემალაძე ნამდვილად ასეთია
ბიძინა ივანიშვილი: დიდმა ილიამ თქვა, საკმარისი არ არის, კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოს, თამაზ ტყემალაძე ნამდვილად ასეთია
18:04 02.11.2019
„დიდმა ილიამ თქვა, საკმარისი არ არის, კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოს, თამაზ ტყემალაძე ნამდვილად ასეთია - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ცნობილი პუბლიცისტის, ფილოლოგისა და ჟურნალისტის, ღირსების ორდენის კავალერის, თამაზ ტყემალაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე თავის მისალოც სიტყვაში.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გამართულ საიუბილეო საღამოს ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად დაესწრო.

პუბლიცისტიკასა და მეცნიერებაში თამაზ ტყემალაძის დამსახურებებზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ დამსახურებებს ემატება კიდევ ერთი - თამაზ ტყემალაძე ერთ-ერთი გამორჩეული თამადაა და ძალიან ლამაზად მიჰყავს სუფრა.

„მისი ნიჭიერების ყველაზე დიდი ამოფრქვევა გახლდათ ქართული სუფრა. ყველა მისი მოღვაწეობა ემოციურად გამოიხატებოდა ქართულ სუფრაზე და და მე ვფიქრობ, ბატონი თამაზის ყველაზე დიდი ღირსება მის მიერ წაყვანილი სუფრა გახლავთ. მიმაჩნია, რომ ქართველებმა, რომლებმაც ღვინო აღმოაჩინეს, ამავდროულად შექმნეს ამ ცივილიზაციის ყველაზე დიდი ფენომენი ქართული სუფრის სახით, რომლის მშვენიერება, ქართული თამადა, ქართული სიმღერა და ცეკვაა. გადაჭარბებულად არ ვამბობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ არა კოსმიური ხომალდები, არა დიდი გამოგონებები, რაც ჩვენ ვიცით, ჩვენმა ცივილიზაციამ რაც მოახერხა, არამედ ქართული სუფრაა ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ცივილიზაციის. ყოფით ცხოვრებაზე ვსაუბრობ მხოლოდ, ჩემი აზრით, ყოფით ცხოვრებაში ფენომენი რა თქმა უნდა ცივილიზაციის, არის ქართული სუფრა. ქართულ სუფრაზე რომ გამოჩენილი თამადა იყო, ამას სჭირდება ის, რაც ჰქონდა ბატონ თამაზს, მისი პოეზია, პედაგოგიური თუ სხვა დამსახურებები და კიდევ სხვა რაღაც, ბატონ თამაზს ეს ყველაფერი გააჩნია. ქართული სუფრა ყოფითი ცხოვრების არსი და განსახიერებაა, ბატონი თამაზის ხელოვნება სუფრის თამადობაში გამოიხატებოდა. მე იშვითად ვიყენებ ილიას სიტყვებს, რომელიც ძალიან მიყვარს. საკმარისი არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოს. ეს სიტყვები ეკუთვნის ბატონ თამაზს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გამართულ საიუბილეო საღამოს თამაზ ტყემალაძის მეგობრები და კოლეგები, ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თამაზ ტყემალაძე საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორია.

მანამდე ტელევიზიასა და რადიოში არაერთი შემეცნებითი გადაცემის ავტორი და წამყვანი იყო. პარალელურად, აქტიურ პედაგოგიურ და პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა.



https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/photos/pcb.2598024340257495/2598018960258033/?type=3&theater
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა