საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბოსნიის დამარცხების შემდეგ, დაძაბულ ბრძოლაში ლატვიის ნაკრები ანგარიშით 79-76 დაამარცხა.
ქართველები მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 12 ქულის სხვაობით იგებდნენ და როდესაც მასპინძელთა გამარჯვებაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა, მოედანზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
76:64 ანგარიშზე ქართველებმა ფაქტობრივად შეწყვიტეს ორგანიზებულად თამაში და დარჩენილ სამ წუთში ზედიზედ 6 შეტევა გააფუჭეს, რითაც ლატვიელებმა ისარგებლეს და ზედიზედ 12 ქულა მოუტანეს გუნდს. მატჩის დასრულებამდე 56 წამით ადრე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს.
ბოლო წამებზე ჯეიკობ პაულენმა სამქულიანი სროლა შეასრულა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 27 აგვისტოს გამართავს. ის ჰოლანდიის ქალაქ ალმერეში D ჯგუფის აუტსაიდერ ჰოლანდიას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ წრეს პირველ ადგილზე დაასრულებს.

















