logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისში შვედეთ-საქართველოს მეგობრობის კუთხე გაიხსნა
თბილისში შვედეთ-საქართველოს მეგობრობის კუთხე გაიხსნა
14:37 31.10.2019
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საქართველოში შვედეთის ელჩთან, ულრიკ თიდესტრომთან ერთად, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე პარკში შვედეთ-საქართველოს მეგობრობის კუთხე გახსნა და სიმბოლურად ხე-მცენარეები დარგო.

პარკში ამჟამად მასშტაბური რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის მერი შვედეთის ელჩთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, პარკი რეაბილიტაციის შემდეგ დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე იქნება და იქვე, ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით, სპორტული ცენტრიც აშენდება.

„ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში ძალიან კარგი პროექტი ხორციელდება. თანამედროვე და კომფორტული პარკი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე მოეწყობა. პარკში წარმოდგენილია ქართულ-შვედური პატარა კუთხე, სადაც დღეს ელჩთან ერთად, სიმბოლურად, ჩვენი ქვეყნების მეგობრობის აღსანიშნავად მწვანე ნარგავები დავრგეთ. რაც შეეხება თავად პროექტს, რეაბილიტირებულ პარკში ყველა თაობის ადამიანს ექნება დასვენების შესაძლებლობა. ბავშვებისთვის იქნება სპეციალური სივრცე. ასევე, მიმდინარეობს შადრევნის რეკონსტრუქციის სამუშაოები. პარკის გარშემო ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და, შესაბამისად, ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ასეთი კარგი ადგილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე ქალაქში. აქვე, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად სპორტული ცენტრი გაკეთდება. მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას კი უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. სამგორის რაიონი იქნება ყველანაირად კეთილმოწყობილი, გალამაზებული თავისი პარკებით, სკვერებით და სპორტული ცენტრებით. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ერთნაირი მიდგომები ყველა რაიონის მიმართ, ეს იქნება საგზაო ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობა, პარკების თუ სკვერების რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, შვედეთის ელჩმა საქართველოში, ულრიკ თიდესტრომმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერს პროექტის მხარდაჭერისთვის და სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ეკოლოგიურ საკითხებზე, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ვარკეთილის პარკში ქალაქ თბილისის მერთან და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და შვედეთში კურსდამთავრებულთა საქართველოს ქსელის წევრებთან ერთად. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ქალაქების განვითარებაზე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პარკებს და მწვანე სივრცეებს ჩვენი კეთილდღეობისთვის და გარემოსთვის. მსურს მივულოცო თბილისის და განსაკუთრებით, ამ პარკის გარშემო მაცხოვრებლებს. მართალია, შვედეთ-საქართველო კუთხე არ არის დიდი, მაგრამ ის არის სიმბოლო ჩვენი მეგობრობის, მჭიდრო თანამშრომლობის და პარტნიორობის გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების საკითხებში. შვედეთი გააგრძელებს ქართველ პარტნიორებთან მუშაობას, რომ ქალაქები გახადოს უფრო სუფთა და უფრო მწვანე. ვიმუშავებთ ნარჩენების მართვაზე, კანალიზაციის წყლების მართვაზე, სკოლებში ენერგოეფექტურობაზე, სუფთა ტრანსპორტზე.
მსურს, მადლობა გადავუხადო პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ წარმომადგენლებს და შვედეთში კურსდამთავრებულებს, რომელთა დახმარებითაც 150 ხე ირგვება ამ პარკში. ეს ხეები სპეციალურად შეირჩა ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით“, - განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოში.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა