logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თეა წულუკიანის ინიციატივით გლდანის ციხის პატიმრები საჯარო სამსახურში დასაქმდნენ
თეა წულუკიანის ინიციატივით გლდანის ციხის პატიმრები საჯარო სამსახურში დასაქმდნენ
14:34 31.10.2019
ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროცესში მსჯავრდებულები ჩაერთვებიან. პროექტი მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყება და ეს არის საჯარო სამსახურში პატიმრების დასაქმების პირველი პრეცედენტი. პროექტში მონაწილე მსჯავრდებულებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პირადად შეხვდა. მისი თქმით, მსჯავრდებულთა დასაქმება მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია.

„იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტი არის პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ზრუნვა. მოგეხსენებათ, გლდანის საპყრობილეში უკვე გვაქვს ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც 7 მსჯავრდებული სოფლის მეურნეობის სფეროში არის დასაქმებული. დღეს იწყება მეორე პროექტი ამავე პენიტენციურ დაწესებულებაში და ის არის უპრეცედენტო იმიტომ, რომ პატიმრები საჯარო სამსახურში დასაქმდნენ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დიგიტალიზაციის პროექტში და ექნებათ სტაბილური შემოსავალი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პროექტის ფარგლებში N8 პენიტენციური დაწესებულების 10 მსჯავრდებული დასაქმდა და მათი ყიველთვიური სარგო 300 ლარს შეადგენს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, თათია ხოჭოლავა. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ათი მსჯავრდებული დოკუმენტაციის დიგიტალიზაციის სრულ პროცესში მხოლოდ გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების სკანირებას განახორციელებს. სამუშაოს დაწყებამდე, მათ სპეციალური მომზადების კურსი გაიარეს. ინფორმაციისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2014 წლიდან მიმდინარეობს სამოქალაქო აქტის ჩანაწერების (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, გარდაცვალებისა და სხვა აქტების) ციფრულ ფორმატში გადაყვანა.

პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება, სულ მცირე, 1 000 000 აქტის ასახვა ელექტრონულ ბაზაში და მატერიალური ფორმის სააქტო ჩანაწერების სკანირება შესაბამის ელექტრონულ აქტზე. დიგიტალიზაციის პროცესში ჩართულნი არიან პირობით მსჯავრდებულები და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირებიც.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, წარმატებით განახორციელა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარების –საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილი პირების და პირობით მსჯავრდებულების სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა