საქართველოს საპატრიარქოში დღეს გამართულ სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი,
მეუფე პეტრე გადააყენეს.
მეუფე პეტრემ სინოდის სხდომა უკვე დატოვა და ინფორმაცია, გადაყენების შესახებ თავად დაადასტურა.
"სინოდმა, პირადად პატრიარქმა - სინოდის თავმჯდომარემ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენეს მღვდელმთავრობიდან. ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პედერასტიის მხილება, მამათმავლური და პედერატული ცოდვების მხილება“-განაცხადა მეუფე პეტრემ.

















