logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: მინდა ყველას ვუთხრა ერთი რამ - საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს
კახა კალაძე: მინდა ყველას ვუთხრა ერთი რამ - საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს
23:06 30.10.2019
მინდა ყველას ვუთხრა ერთი რამ - საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.ამ სიტყვებით მიმართა ორბელიანის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მიმდინარე პროექტების ზურგს უმაგრებს ახალგაზრდების დიდი არმია და თბილისის მოსახლეობა. მან მადლობა გადაუხადა თბილისელებს მხარდაჭერისთვის.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ორბელიანის მოედნის განვითარების კონცეფცია გააცნო.

პროექტის-„ქარავანი ორბელიანზე“ მიხედვით, განახლებული ორბელიანის მოედანი უნდა ჩამოყალიბდეს მდგრადი განვითარების, მომავალზე ორიენტირებულ, სავაჭრო, გასართობ და შემეცნებით სივრცედ, სადაც თავს მოიყრის ინოვაციები, ტექნოლოგიური მიღწევები, გამოგონებები, განვითარდება სტარტაპ კულტურა და სამეწარმეო სულისკვეთება.

„გულს უხარია, როდესაც ვხედავ რეაბილიტირებულ ძველ თბილისს, თავისი ისტორიული შენობა-ნაგებობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობოდა ძველი თბილისის განვითარებას. სწორედ ეს პროექტი არის ერთ-ერთი ჩვენი დანაპირები. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა და რა მდგომარეობა იყო აქ. ჩვენი გუნდის, თითოეული ჩემი თანამშრომლის პრიორიტეტი გახლავთ ძველი თბილისის რეაბილიტაცია, მოწესრიგება, ძეგლების განახლება, რადგან ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. როგორც ორბელიანის მოედანი მოწესრიგდა, მსგავსი მიდგომა და დამოკიდებულება გვექნება სხვა კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ უბნებში და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი თბილისი ძალიან მალე იქნება ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოწესრიგებული, თავისი ისტორიული უბნებით, ქუჩებით, შენობა-ნაგებობებით“, -განაცხადა კახა კალაძემ

თბილისის მერმა საზოგადოებას ასევე წარუდგინა ყვავილებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი ახალი სივრცე და საბავშვო მოედანი, რომლის მოწყობისთვის მადლობა გადაუხადა კომპანია „ტრიკოლორს“, ყვავილების ჯიხურების დიზაინის ავტორს, დოდო ჩხეიძეს და სხვა ჩართულ პირებს. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა მსგავსი პროექტების განხორციელებაში ახალგაზრდების ჩართულობას და მათ თანადგომას.

„ძალიან მიხარია, რომ ბევრ ახალგაზრდას ვხედავ დღევანდელ ღონისძიებაზე. ზოგადად, ახალგაზრდები ძალიან აქტიურობენ, ჩართული არიან ყველა იმ რეფორმაში, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მინდა ყველას ვუთხრა ერთი რამ - საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას, თბილისის გაკეთილშობილებას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს და შეუშლის ხელს. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ახალგაზრდების ძალიან დიდი არმია, რომელსაც გული შესტკივათ ჩვენს ქალაქზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, გული შეტკივათ იმაზე, რომ თითოეულ ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ახალი კონცეფცია პროექტის ავტორმა, კომპანია „ვინდფორსის“ დირექტორმა ვახტანგ ქავთარაძემ წარმოადგინა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ამ ეტაპზე გამოკვეთილია 7 ძირითადი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც ორბელიანის მოედანი განვითარდება: აგრო-პროდუქტები; ღვინის შოურუმები; სტარტაპები და მათი პროდუქცია/სერვისები; ხარისხიანი საკვები პროდუქცია; გასართობი პროგრამები; შემეცნებითი პროგრამები და საბავშვო პროგრამები. აღნიშნული მიმართულებები ერთმანეთთან ინტეგრირებული იქნება, რაც პროექტს უნიკალურ მოვლენად აქცევს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა