logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წყლის რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოს მიღწევები შეაჯამეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წყლის რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოს მიღწევები შეაჯამეს
17:14 30.10.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წყლის მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოს მიღწევები ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან, არად ბენკოსთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ანდრო ასლანიშვილთან ერთად,ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივ ღონისძიებაზე შეაჯამა.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველო აქტიურად აგრძელებს ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიისევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანას.

„ჩვენ შევქმენით თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით; მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ლაბორატორიაში დასაქმებული პერსონალის ტრენინგები და მათი შესაძლებლობების გაძლიერება. ვგეგმავთ, ლაბორატორია რეგიონული მნიშვნელობის გავხადოთ და გავაფართოოთ სერვისების სპექტრი. უსაფრთხო წყალი უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის, მდგრადი საარსებო საშუალებების შექმნისა და ეკოსისტემების შენარჩუნებისთვის. საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით; ჩვენთვის პრიორიტეტია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების თანამედროვე სტანდარტებით გამოკვლევა და მუდმივი მონიტორინგი “, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიას წყლის ხარისხის კვლევისთვის უახლესი ხელსაწყო-დანადგარები გადაეცა, რაც ლაბორატორიას აძლევს შესაძლებლობას გაზარდოს წყლის ხარისხის კვლევის კომპონენტები, თანამედროვე მეთოდებით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი ანალიზები და მომხმარებელს სერტიფიცირებული ლაბორატორიული მომსახურება შესთავაზოს. აღნიშნული ხელს შეუწყობს წყლისა და მდინარეთა აუზების დაცვას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
ღონისძიების ბოლოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ევროკავშირის და ავსტრიის ელჩებმა და ღონისძიების სტუმრებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორია დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ. მინისტრმა, ევროპელმა დიპლომატებმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მოსწავლეებმა, ახალი ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენებით, სიმბოლურად, მდინარე მტკვრის წყლის ანალიზები ჩაატარეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო და კერძო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა დაპროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა