logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ინკლუზიური განათლების ხარისხის ასამაღლებლად ფინურ მოდელს გაეცნენ
ინკლუზიური განათლების ხარისხის ასამაღლებლად ფინურ მოდელს გაეცნენ
15:08 30.10.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინეთის საელჩოს საქართველოში და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობითორგანიზებული სემინარი - „ინკლუზიური განათლება, სოციალური მეწარმეობა და დასაქმება“ გახსნა, სადაც ყველა ის გამოწვევა განიხილეს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებებს, მათ განათლებასა და დასაქმება-რეალიზაციას უკავშირდება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლების და დასაქმების უფლების უზრუნველყოფის მიზნით, ერთობლივ სემინარზე, მონაწილეებმა ერთმანეთს ორი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს და მათი განათლებისა და დასაქმების საუკეთესო ფინურ მოდელებს გაეცნენ. ამასთან, გაიმართა დისკუსია ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან.

სემინარზე მოწვეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მოისმინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების და დასაქმების მიმართულებით საქართველოში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, ისაუბრონ სისტემებში არსებულ გამოწვევებზე.

ღონისძიებაში, რომელიც ინკლუზიური განათლების თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავდა, მონაწილეობდა როგორც თავად ფინეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი არია ინკერიმაკონენი- ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

ფინეთის საელჩოს საქართველოში მოწვევით ფინეთში არსებული განათლების სისტემის შესახებ პრეზენტაციას გააკეთებს საერთაშორისო ფინური სკოლის დირექტორი საქართველოში ბატონი იარკონირანენი, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაზე და დასაქმებაში ფინური მოდელი გააცნო ბატონი ტომას ტური - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი (AdvocacyCoordinator, AbilisFoundation).

ინკლუზიური განათლება სამინისტროსთვის ინკლუზიური განათლება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, 2019 წელს ინკლუზიური განათლების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელდა. 2019-2020 სასწავლო წელს პირველად, მინისტრის ბრძანებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე უპირატესობა სწორედ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს მიენიჭა. შემუშავდა და დაინერგა ინკლუზიური განათლების საინფორმაციო სისტემა და პროექტი - InclusiveEdu; ჩატარდა 500 - მდე საჯარო სკოლის ინდივიდუალური მონიტორინგი; მიმდინარეობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაზე აქტიური მუშაობა; განახლდა სკოლის ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლისა და ინდივიდუალური ასისტენტის სტანდარტი; 2 წლიდან 6 წლის ჩათვლით, შემუშავდა ბავშვის ინტელექტის შეფასების ტესტი; დაინერგა ალტერნატიული და სენსორული კურიკულუმი. განხორციელდა პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით ახალი სახელმძღვანელოების ანალიზი და არ არსებული ახალი ქართული ჟესტების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სკოლის მოდელში განხორციელდება ინკლუზიური განათლების ინტეგრაცია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა