საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მეგა TV“-ს განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, სამაუწყებლო კომპანია მისი კუთვნილი მაუწყებლობის №B74 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების ისეთ ცვლილებას ითხოვს, რომ ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადის თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით გავრცელება შეძლოს.
საკითხის ზეპირი მოსმენა 2012 წლის 24 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

















