logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე კომპანია „ცენტრ პოინტის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა
კახა კალაძე კომპანია „ცენტრ პოინტის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა
21:35 28.10.2019
კომპანია "ცენტრ პოინტის" მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამართა. შეხვედრას თბილისის მერთან ერთად მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდა.

კახა კალაძემ დაზარალებულებს მიმდინარე პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა.
"თქვენ იცით, ჩვენი პრიორიტეტია წლობით შეჩერებული მშენებლობების დასრულება და ამ მიმართულებით მთელი რიგი ნაბიჯები გადავდგით. "ცენტრ პოინტის" პრობლემა დიდი თავის ტკივილია ჩვენი დედაქალაქისთვის, მისი იერსახისთვის, თუმცა, პირველ რიგში, ეს არის პრობლემა, რომლის უკან დგახართ თქვენ, დაზარალებული მოქალაქეები, ათასობით ოჯახი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, რადგან თბილისის მერიისა და "ცენტრ პოინტის" დაზარალებულთა ინტერესი არის საერთო. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა ეტაპზეა პროცესი. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია პოტენციურ ინვესტორებთან და რჩეულიშვილების ოჯახთან. თუმცა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, იქნება შეთანხმებული თქვენთან," - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, როგორც მერის მოადგილე ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, კომპანია "ცენტრ პოინტის" მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრები უკვე თვენახევარია მიმდინარეობს და წლის ბოლოს უკვე მზად იქნება პრობლემის გადაჭრის გეგმა.

"პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაო ჯგუფთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. დღეს ამ ფორმატში დაზარალებულებს მერი შეხვდა. შევაჯამეთ ის სამუშაოები, რომელიც ამ საინიციატივო ჯგუფმა გაწია. გვაქვს კონკრეტული გეგმები და მიზნები, რასაც ჯგუფს ვუთანხმებთ. კონკრეტუალდ დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით იმ სტრატეგიაზე, რომლითაც კომპანიების მოზიდვა უნდა განხორციელდეს. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე, გარკვეული ვალდებულებების დონეზე გვექნება ძალიან გამოკვეთილი სურათი, თუ როგორ მოხდება ამ პრობლემის გადაწყვეტა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში ჩართულია საინიციატივო ჯგუფი და დაზარალებულები. ყოველი ნაბიჯი იქნება მათთან შეთანხმებული", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

შეხვედრას საკრებულოს წევრები ბექა დავითულიანი და ირაკლი ზარქუა ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა