logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 კახა კალაძემ ოქროყანაში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა
კახა კალაძემ ოქროყანაში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა
18:14 28.10.2019
თბილისის მერი კახა კალაძე სოფელ ოქროყანაში იმყოფებოდა, სადაც 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტი გადასცა.
30 ოჯახი ოქროყანაში 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა, თუმცა მათთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ქონება მათ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.

"ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება. ოქროყანაში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად 30 ოჯახს დაუკანონდა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ აქ, ბევრი მათგანი დევნილია, ბევრი შესახლებულია, სახლის გარეშე დარჩენილი. ისინი ათეული წლებია ცხოვრობენ და ვერ ახერხებდნენ, რომ ფართები მათ საკუთრებაში ყოფილიყო.

ძალიან მიხარია, ამდენ ბედნიერ და გახარებულ ადამიანს ვხედავ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვჩერდებით, გავაგრძელებთ ამ პროგრამის განხორციელებას. ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართონ ადგილობრივ გამგეობებს, სადაც აუხსნიან, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ. შემდეგ ეს გადმოიგზავნება თბილისის მერიაში და ჩვენ მოვახდენთ ფართების დაკანონების პროცესს. ამდენად, ყველანაირად ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის მერობის პერიოდში საცხოვრებელი ფართები 650-დე ოჯახს დაუკანონდა.

ოქროყანაში მცხოვრებლებისთვის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემის პროცესს ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატები ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა და სხვა პირები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა