logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუ-ში თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების  წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
თსუ-ში თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
17:55 28.10.2019
რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების (Times Higher Education World University Rankings) წარმომადგენლები ეწვივნენ. საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებს თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების ბრენდ და გენერალური მენეჯერმა მაიკლ ლუბაჟმა თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების მეთოდოლოგია გააცნო.
,,დიდი პატივია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსვლა და საუბარი არა მხოლოდ რანჟირების მნიშვნელობაზე. ვფიქრობ, რომ ქართულ უნივერსიტეტებს თანამშრომლობისა და კვლევითი კოლაბორაციების შედეგად შეუძლია ბევრი სარგებელი მიიღოს. რანჟირება უნივერსიტეტებს დაეხმარება კარგი სტრატეგიის შექმნასა და წინსვლაში,"- განაცხადა მაიკლ ლუბაჟმა.
"თიმეს Hიგჰერ Eდუცატიონ არის ყველაზე სანდო რეიტინგული კომპანია, რომელიც აკეთებს უმაღლესი განათლების დაწესებულებების შეფასებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი რეგიონიდან მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია მეოთხედ წარმოდგენილი რეიტინგში. ამ ჯგუფის ჩამოსვლის მიზანი არის ის, რომ სხვა უნივერსიტეტებსაც გავუზიაროთ გამოცდილება, რომელიც დაგროვდა წლების განმავლობაში, ვაჩვენოთ ის გზები, თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ჩვენი პოზიციები რეიტინგში, მოვიზიდოთ საერთაშორისო სტუდენტები, რაც ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში პოზიციონირებისთვის არის აუცილებელი,"- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირება „ Times Higher Education მსოფლიოში უნივერსიტეტების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რანჟირებაა. რანჟირება აფასებს უნივერსიტეტებს მათი საქმიანობის ყველა მიმართულებით - სწავლება, კვლევითი პროდუქტიულობა, კვლევის გავლენა (ციტირება), ინტერნაციონალიზაცია, შემოსავალი ინდუსტრიიდან.

შეხვედრის ფარგლებში თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ქართული უნივერსიტეტების შედეგები და შესაძლებლობები რანჟირებაში, მსოფლიო რეპუტაციის და ინტერნაციონალიზაციის გაუმჯობესების გზები. შეხვედრა შეეხო ბრენდინგს და რეპუტაციის მენეჯმენტს - როგორ უნდა მოახდინონ ქართულმა უნივერსიტეტებმა საკუთარი ბრენდის უკეთ კომუნიკაცია და გაზარდონ ცნობადობა უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო მიღწევების შესახებ.
აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებეში მონაწილეობასა და პოზიციების გაუმჯობესებას. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება ქართული უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციაზე, მის ხილვადობასა და რეპუტაციაზე, რაც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტია.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა