logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: რეფორმის განხორციელების პროცესში პროფკავშირების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია
მიხეილ ბატიაშვილი: რეფორმის განხორციელების პროცესში პროფკავშირების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია
17:27 28.10.2019
"ევროპის მასწავლებელთა საერთაშორისო პროფკავშირული გაერთიანების (ETUCE)" ორგანიზებით, პირველად საქართველოში, სამდღიანი მრგვალი მაგიდა გაიხსნა სახელწოდებით - სოციალური გარდაქმნები პროფკავშირების აქტიური ჩართულობით ევროპულ და საერთაშორისო დონეზე. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 25 ქვეყნის განათლების პროფკავშირების 68 წარმომადგენელს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) მასპინძლობს.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიან რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

"რეფორმის განხორციელების პროცესში პროფკავშირების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. კომპლექსური რეფორმის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სწორედ თქვენთან კონსესუსის საფუძველზე მიიღება და ასე გაგრძელდება მომავალშიც" - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ETUCE ის პრეზიდენტმა კრისტინ ბლოუერმა და ETUCE-ის ევროპულმა დირექტორმა სუზან ფლოკენმა მაღალი შეფასებები მისცეს საქართველოში მიმდინარე სოციალურ პარტნიორობას, სოციალურ დიალოგს. ETUCE-ის პრეზიდენტმა კრისტინა ბლოუერმა წარმატებული უწოდა ბოლო წლის განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებულ გარდაქმნებს, რაც მისი თქმით, არის გარანტი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისა.
ETUCE-ი ყოველ მეორე წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განათლების პროფკავშირების პროფკავშირული ლიდერებისთვის მართავს მრგვალ მაგიდას, რომლის მიზანია ევროპის რეგიონის განათლების დარგისთვის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა. აღსანიშნავია, რომ ETUCE ევროპის 51 ქვეყნის, 132 განათლების პროფკავშირის 11 მილიონ მასწავლებელს აერთიანებს, შესაბამისად, მაღალი დონის საერთაშორისო მრგვალი მაგიდის ჩატარება საქართველოში დადასტურებაა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების აღიარებისა და მხარდაჭერის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა