logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქველმოქმედება „მსოფლიოს ფილტვების" გადასარჩენად
ქველმოქმედება „მსოფლიოს ფილტვების" გადასარჩენად
15:43 28.10.2019
"ამაზონიის გადასარჩენად მთელი მსოფლიო გაერთიანდა, საქართველოში კი ამაზონიისთვის ქველმოქმედება კონკრეტული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფისთვის საქილიკო გახდა" - ნათქვამია "იმედის კვირის" სიუჟეტში, რომელიც ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გაწეულ ქველმოქმედებას ეხება.

"ბერა ივანიშვილის ქველმოქმედებით ამაზონიის ტყის აღმდგენთა მსოფლიო სიაში არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი, არამედ საქართველო მოხვდა და ეს მსოფლიომ ჩვენი ქვეყნის მხრიდან მხარდაჭერად აღიქვა" - ამბობს გადაცემის წამყვანი.

სიუჟეტში ასევე საუბარია 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეულ ქველმოქმედებაზე.

"ფონდმა ქართუმ 8 მილიონი ლარი, თანაინვესტირების ფონდმა 500 000, ქართუ ბანკმა კი 2,5 მილიონი ლარი გამოყო. ჯამში ბიძინა ივანიშვილის დახმარებამ 10, 750 000 ლარი შეადგინა, სახელმწიფომ შეძლო ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილება, ინფრასტრუქტურის აღდგენა და მოწესრიგება" - ამბობს ავტორი და 2 წლის წინ გაჩენილ მასშტაბურ ხანძრებსაც იხსენებს, მათ შორის აბასთუმნის ტყეში.

ფონდი ,,განვითარება და გარემოს" დამფუძნებელი თეიმურაზ ტყემალაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით არაერთი აქცია გაკეთდა და იგი კვლავაც მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ძალისხმევა არ დაიშუროს.

"აბასთუმნის გარშემო, დაახლოებით 4000 ჰექტარი გადაეცა უკვე და გადაცემის სტადიაშია დაცულ ტერიტორიებს. შევთანხმდით, რომ მის გარშემო საფუძველი ეყრება აბასთუმნის მდგრადი სატყეო მეურნეობის დაარსებას. პროექტი იქნება უნიკალური, ჩვენ შეთანხმებულნი ვართ საერთაშორისო, გარემოსდამცველ დიდ ორგანიზაციებთან და მოწონებული არის, რომ ეს პროექტი შედგეს" - ამბობს თეიმურაზ ტყემალაძე.

სიუჟეტში ასევე საუბარია 2000-2018 წლებში საქართველოში პარკებისა და ბაღების მოწყობა-პატრონობისთვის ქართუს მხრიდან დახარჯული ასობით მილიონი ლარზეც. მათ შორისაა

ბათუმის ბოტანიკური ბაღი-13 მილიონიანი ინვესტიცია. იქ მცხოვრები დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების ასაშენებლად კიდევ 4 მილიონი ლარი დაიხარჯა;

ბათუმის 6 მაისის პარკი-11 მილიონ ლარზე მეტი "ქართუდან". დამატებით, 4 მილიონი ლარი დაიხარჯა დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ცენტრებისა და ადმინისტრაციული შენობების მოსაწყობად;

გარდა ამისა, ციცინათელასთან ახლოს, მდინარე ჩოლოქსა და ნატანებს შორის დარგეს 1500 ევკალიპტი. შედეგად, აჭარის რეგიონში გაჩნდა თანამედროვე, მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცეები ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის. ბიძინა ივანიშვილის დახმარებით გაშენდა და მიმდინარე წელს გაიხსნა გურიაში 4 ჰექტარზე გაშენებული წვერმაღალას პარკი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა