logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების’’ სახელმძღვანელოს დანერგვა დასრულდა
,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების’’ სახელმძღვანელოს დანერგვა დასრულდა
12:07 28.10.2019
სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით თბილისის საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ტრენინგების მე-2 ეტაპი გაიმართა. თბილისის ბაღების წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა განახლებული სახელმძღვანელო გააცნეს და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაციაც მიაწოდეს.

სახელმძღვანელო "სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება" სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს შემუშავდა და მისი დანერგვა ამავე წელს სწორედ თბილისიდან დაიწყო. განახლებული სახელმძღვანელო, რომელიც ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

ტრენინგის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და ბაღების გაერთიანების დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ მიმართეს და გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში სკოლამდელი განათლების როლზე ესაუბრნენ.

სახელმძღვანელო მთელი საქართველოს მასშტაბით დაინერგა და ყველა მუნიციპალიტეტში 2000-მდე აღმზრდელ-პედაგოგი გადამზადდა. სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა