საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო
სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის ("კუკუშკის") მოძრაობა შეიზღუდება. სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს "ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი" აწარმოებს და მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას.
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით : 591 191 041

















