logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საკრებულოების შუალედური არჩევნების კენჭისყრის პროცესი დასრულდა
საკრებულოების შუალედური არჩევნების კენჭისყრის პროცესი დასრულდა
22:09 27.10.2019
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემებში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. ყველა - 7 საარჩევნო უბანი 20:00 სთ-ზე, დროულად დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 20:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, - "20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემის 4 საარჩევნო უბანზე შეადგინა 57,06 %, რაც რაოდენობრივად 2413 ამომრჩეველია; ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემის 1 საარჩევნო უბანზე 60,5 %, რაც რაოდენობრივად 887 ამომრჩეველია, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემის 2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 51,22 %, რაც რაოდენობრივად 565 ამომრჩეველია," განაცხადა ანა მიქელაძემ. მისივე თქმით, არჩევნების დღემ ყველა უბანზე ჩაიარა მშვიდ გარემოში და ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა. შესაბამისად, საარჩევნო უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.

ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, საარჩევნო უბანზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში ატვირთავენ მათ საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. თავის მხრივ, ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ-გვერდზე წწწ.რესულტს.ცეც.გოვ.გე. ასევე, წინასწარი შედეგები დაუყოვნებლივ იქნება განთავსებული ცესკოს ვებ გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის აფენის, არალისა და კიწიის თემების ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიურად მონაწილეობისთვის. ასევე, არჩევნებში ჩართულ მხარეებს საარჩევნო პროცესის მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში წარმართვისთვის.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა