logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD): პროცედურული დარღვევების ყველაზე ხშირი შემთხვევა ლაგოდეხის საარჩევნო  ოლქში დაფიქსირდა
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD): პროცედურული დარღვევების ყველაზე ხშირი შემთხვევა ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა
22:03 27.10.2019
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) შეფასებით, არჩევნების დღემ სამივე ოლქში - ადიგენში, მარტვილსა და ლაგოდეხში სერიოზული დარღვევების გარეშე მშვიდ გარემოში ჩაიარა.
სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირდა რიგი პროცედურული ხასიათის დარღვევები. ამ ტიპის დარღვევები ძირითადად ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა, რომელთაც კენჭისყრის პროცესზე ზეგავლენა არ მოუხდენია.


"დაფიქსირდა საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირებისა და ასევე საარჩევნო სუბიექტების ერთზე მეტი წარმომადგენლის ყოფნის შემთხვევები, რომლებზე მითითების შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა დატოვეს საარჩევნო უბნები.
საარჩევნო ბიულეტენების ფაქტობრივი რაოდენობის მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებულ რაოდენობასთან შეუსაბამობა და დასტაში ბიულეტენების ნაკლებობა.
სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, კერძოდ საქართველოს მოქალაქის ვადაგასული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის არაერთი მცდელობა, რაც აღიკვეთა ჩვენი დამკვირვებლების მითითების და კომისიის კანონიერიქმედების შედეგად;
ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის მხრიდან მარკირების შემოწმების პროცედურის, ხოლო
რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ რეგისტრაციის პროცედურის არაჯეროვნად შესრულების ერთეული შემთხვევები;
არაუფლებამოსილი პირის მიერ ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში დახმარების მცდელობა, რომელიც ჩვენი დამკვირვებლის მითითების შედეგად აღმოიფხვრა;
ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის ფარულობის დარღვევა და ხმის მიცემა კენჭისყრის კაბინის გარეთ.
მთელი დღის განმავლობაში, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში შემავალ საარჩევნო უბნების მიმდებარედ მოსული ამომრჩევლების კონტროლი. აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა უკვე არაერთგზის დაფიქსირდა ჩვენ მიერ, რაც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კოორდინატორების ყოფნასა და ამომრჩევლების აღრიცხვაში გამოიხატებოდა.
გვსურს, აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ ლაგოდეხში საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული იყო შშმ პირი, უბანი არ იყო ადაპტირებული, რაც გასათვალისწინებელი ფაქტია და მოითხოვს სამომავლოდ შესაბამის რეაგირებას.
ამ დროისათვის, უკვე დაიხურა საარჩევნო უბნები და მიმდინარეობს ხმების შეჯამების პროცესი. ჩვენი სადამკვირვებლო მისია აგრძელებს პროცესის მონიტორინგს"-აცხადებენ ორგანიზაციაში.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2019 წლის 27 ოქტომბრის საკრებულოების შუალედურ არჩევნებს დააკვირდა. CDD-ს სადამკვირვებლო მისია მოქმედ სამივე ოლქში - ადიგენში, მარტვილსა და ლაგოდეხში იყო წარმოდგენილი. სადამკვირვებლო მისია დააკვირდა როგორც წინასაარჩევნო, ასევე კენჭისყრის დღის (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა) და არჩევნების შემდგომი პერიოდის მიმდინარეობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა