დღეს 28 ოქტომბერს, ქართველოლოგიის დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი ნაშრომისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია გაიცემა და იაკობ გოგებაშვილისადმი
მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, ქართული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიას უნივერსიტეტი 2 წელიწადში ერთხელ გადასცემს საპრემიო წლის ოქტომბრის ბოლოს (27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა). პრემია ენიჭება საქართველოს მოქალაქეს ქართველოლოგიურ სამეცნიერო დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი ნაშრომისათვის. სამეცნიერო პრემიის მიზანს წარმოადგენს ქართველოლოგიური სამეცნიერო დარგების (ქართული ენა, საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართულ სიძველეთა კვლევა და არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ქართული ლიტერატურათმცოდნეობა, საქართველოს ეთნოგრაფია და ფოლკლორი, ქართული ქრისტიანული კულტურის ისტორია და მსოფლმხედველობის საფუძვლები, ქართველოლოგიური ბაზების ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, ქართული პედაგოგიური აზროვნება) შემდგომი განვითარება.
2015 წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია პირველად გადაეცა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველური ენების განყოფილების ხელმძღვანელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, გიორგი გოგო-ლაშ¬ვი¬ლს საპრემიოდ წარმოდგენილი ნა¬შრომ¬თა ციკ¬ლისთვის – "სიბ¬რძნე ია¬კო¬ბი¬სა", "ქარ¬თუ¬ლი სა¬ლი¬ტე¬რა¬ტუ¬რო ენა" და "ქარ¬თუ¬ლი – ხმა¬თა ხა¬ვერ¬დე¬ბის და ღმერ¬თე¬ბის ენა"; 2017 წელს - თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს იზოლდა ჩანტლაძეს ნა-შრომ¬თა ციკლისთვის: 1. სვანეთის ფლორა; 2. სვანური ენის შესწავლის ისტორია.
წელს იაკობ გოგებეშვილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაემატა კიდევ ერთი, სტუდენტთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია. მასში მონაწილეობას იღებს თსუს სხვადასხვა ფაკულტეტის – ჰუმანიტარული, ფსიქოლოგიისა და განათლების, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები, რომლებმაც უმთავრესად წარმოადგინეს თემატური მოხსენებები იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის, მრავალმხრივი საქმიანობის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობენ სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებიც. ასევე კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ღონისძიება "ვკითხულობთ იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას". კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები, რომელიც ხელს უწყობს ქართველოლოგიური დარგების განვითარებას.
კონფერენცია 10.30 საათზე დაიწყება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

















