logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით პირველად საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ 2019 გაიმართა
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით პირველად საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ 2019 გაიმართა
12:47 27.10.2019
26 ოქტომბერს, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პირველად საქართველოში ყოველწლიური "მესაქონლეობის ექსპო" 2019-ი გაიმართა. ექსპოს მიზანია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლის და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია. ასევე, მსხვილფეხა საქონლის მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება, რაც აუცილებელია ქართული რძისა და ხორცის სექტორების მიმართ მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და მათი შემდგომი განვითარებისთვის. "მესაქონლეობის ექსპო" 2019 ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ფერმერები და რძის მწარმოებლები გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და ბაზარზე ორიენტირებულები.

ექსპოზე სხვადასხვა კატეგორიის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშები შეფასდნენ ქართველი და ესტონეთიდან მოწვეული ექსპერტების მიერ, რის შედეგადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-შეჯიბრის პარალელურად, ვიზიტორ ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ძირითადი საშუალებების მიმწოდებლებს, მათ შორის, მესაქონლეობისათვის საჭირო ტექნიკას და პროდუქციის წარმოებისთვის სხვა დამხმარე საშუალებებს, რომლებიც გამოფენილი იყო ოცდათხუთმეტ სტენდსა თუ საინფორმაციო დახლზე.

მესაქონლეობის ექსპოში მონაწილეობა მიიღეს: ფერმერებმა, მსხვილფეხა საქონლის იმპორტიორებმა, მეცნიერებმა, ცხოველთა საკვების მწარმოებელმა და იმპორტიორმა კომპანიებმა, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელმა კომპანიებმა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამამუშვებლებმა, ფინანსურმა ორგანიზაციებმა, პროფესიულმა და ინდუსტრიულმა ასოციაციებმა. ამასთან, "მესაქონლეობის ექსპო" არის კარგი შესაძლებლობა დარგის წამყვანი მკვლევარებისა და ტექნიკური ექსპერტების ახალი პარტნიორული თანამშრომლობის დამყარებისთვის. ექსპოზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ნედლი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტები და მიეღოთ ინფორმაცია რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლების შესახებ.

"საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია აგრო სექტორის ისეთი პერსპექტიული დარგის ხელშეწყობა და წახალისება, როგორიც მეცხოველეობაა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებით გვსურს ხელი შევუწყოთ ფერმერებს, რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო გამოფენაზე იყვნენ წარმოდგენილები, ჰქონდეთ ახალი კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების, რძისა და ხორცის სექტორებში არსებული თანამედროვე და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რითიც კიდევ უფრო მეტად გაზრდიან პროდუქტის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას"-, აცხადებენ საქართველოს ბანკში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა