logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მეუფე იაკობი: „მეჩალიჩებოდნენ,“ გვინდა, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთ პატრიარქადო
მეუფე იაკობი: „მეჩალიჩებოდნენ,“ გვინდა, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთ პატრიარქადო
16:52 26.10.2019
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მას მთავრობის წევრები პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“.

ამ თემაზე მეუფე იაკობმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

„შემიძლია, ისეთი საბუთები მოგაწოდოთ და მსოფლიოს მივაწოდო ისეთი საბუთები, რომ მეუფე პეტრე და დეკანოზი მამალაძე ერთად იყვნენ ყველაფერში“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
კითხვაზე, რას გულისხმობდა, მეუფემ აღნიშნა, რომ „მკვლელობას თუნდაც “.

მისი თქმით, ამ საქმეში არამარტო მეუფე პეტრე იყო ჩარეული.

„არამარტო მეუფე პეტრე, არამედ სახელმწიფოდან იყვნენ ვიღაცეები ჩარეული. ზოგიერთი ბიზნესმენი იყო ჩარეული მაგ ამბავში. თუნდაც ზვიად გამსახურდიას დროს რომ იყო ვითომ ბიზნესმენი, მერე რომ იყო ვითომ შევარდნაძესთან ბიზნესმენი, მერე წინა ხელისუფლებასთან, სააკაშვილთან და დღეს, რომ არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული.

მაგალითად, ვანო ჩხარტიშვილი. მე დამიძახეს, კვირიკაშვილის დროს.

იყო კვირიკაშვილი და ყველაზე წესიერი კაცი იყო ვახო (ვახტანგ გომელაური). კვირიკაშვილი იყო, ვახო იყო, ცოტა დააგვიანა და მოვიდა გახარია. მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა, რომ პატრიარქი გადავაყენოთო, შიო დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი მაგათ, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ ამას, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართქო. მაგ სამი კაცისთვის ვიღაცას რომ არ დაევალებინა, პირდაპირ ბრძოლას ვუცხადებ იმასაც, ვინც მაგათ დაავალა.

პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მეუფე საბა თბილისში არ იყო, მეუფე გრიგოლი იყო, მეუფე პეტრეს შეხვდნენ გახარია და ვახო, კვირიკაშვილი არ შეხვდა. ვახო გომელაურს ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა.

პირდაპირ გეტყვით, ვანოს ის იყო ბიძინასთან, ბიძინამ კიდე ამათ დაავალა. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. 2020-შია არჩევნები, ყველას მივხედავთ მაგათ“, – განაცხადა მან.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ პატრიარქმა ყველაფერი იცის.

ამასთან, ის აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და სახელმწიფო ჩარეული იყო.

„შოთაძეს მაგას არ ვაპატიებ. მე მაშინ ვუთხარი კვირიკაშვილს ეს მესამედ. არც ფარცხალაძეს არ ვაპატიებ. ყველას ჩავარტყამ, სადაც ჩასარტყმელია“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, როგორც ქორეპისკოპოსი ამბობს, ის სინოდის ავტორიტეტული წევრია და ძლიერი პოზიციები აქვს ეკლესიაში.

„პატრიარქის მკვლელობა ვისაც უნდოდა, იმ ხალხს არავის არ ვაპატიებ, არაც მეუფე შიო ვიცი, არც მეუფე თეოდორე ვიცი, არავინ ვიცი, არავის არაფერს ვაპატიებ. ისინი არ არიან ჩარეული, მაგრამ სხვა მეუფეები,ზოგი ზღვაზე ნებივრობს, ზოგი სხვაგან, იმათ პირდაპირ დავარტყამ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფის თქმით, მას ყველანაირი საბუთი აქვს და ამბობს, თუ ხელისუფლება ასე გააგრძელებს, ხმებს ვერ მიიღებს.


1tv.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა