logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მოსკოვის გამზირზე მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
მოსკოვის გამზირზე მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
22:36 25.10.2019
მოსკოვის გამზირზე, N36 ბ და N36 გ კორპუსების მიმდებარედ მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო. სკვერის სადღესასწაულო გახსნას დედაქალაქის მერი კახაკალაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძის თქმით, სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას ყველა რაიონში სათანადო ყურადღება მიექცევა. მან პროექტის განხორციელებისთვის სამგორის გამგეობას მადლობა გადაუხადა.

"ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს აქ და მიხარია, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა, ნორმალური პირობები ჰქონდეთ, გამოვიდნენ და დაისვენონ. ბავშვებისთვის ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანიც გაკეთდა. ყველანაირი სივრცე მოეწყო, რაც ამ პატარა ტერიტორიაზე იყო შესაძლებელი.

ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. მთავარი ამოცანაა, ყველა რაიონში და ყველა უბანში შევიდეთ. ყველგან გვაქვს მიდგომა, რომ ასეთი სკვერები გავამწვანოთ და მოვაწესრიგოთ", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ახლადგახსნილ სკვერში თბილისის მერიის „ბიგბენდის“ კონცერტი გაიმართა. საკონცერტო რეპერტუარი სოლო შემსრულებლებმა წარმოადგინეს. ასევე, ჩატარდა სხვადასხვა სპორტული აქტივობა.

ნერიის ინფირმავიით, სკვერისთვის კეთილმოეწყო 2 300 კვ.მ ფართობის ტერიტორია და განთავსდა როგორც დასასვენებელი, ისე სპორტული ინფრასტრუქტურა. მათ შორის, საბავშვო გასართობი მოედანი და კომბინირებული სპორტული მოედანი. გარდა ამისა, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ტერიტორიაზე მოეწყო ორი დასასვენებელი პავილიონი. ასევე, ფიტნესზონა, რომელიც ათ ტრენაჟორს მოიცავს.

რეკრეაციული სივრცე შემოიფარგლა დამცავი ღობით, დაიდგა ჩოგბურთის მაგიდები, სასმელი წყლის შადრევნები, საბაღე სკამები და ურნები. დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

სკვერის მოწყობამდე, აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და სრულად შეიცვალა წყალარინების სისტემა, ასევე, 3 200 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი.

მულტიფუნქციური სივრცის მოწყობის სამუშაოები სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ალგე ჯგუფმა“ განახორციელა. პროექტის შესრულებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 254 500 ლარი გამოიყო.

სკვერის გახსნის საზეიმო ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მარიამ ჯაში, საკრებულოს დეპუტატები ქეთევან მამულაშვილი და გიორგი დოხტურიშვილი დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა