logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სამ მუნიციპალიტეტში ზურმუხტის ქსელის შესახებ საინფორმაციო და საკონსულტაციო სემინარები გაიმართა
სამ მუნიციპალიტეტში ზურმუხტის ქსელის შესახებ საინფორმაციო და საკონსულტაციო სემინარები გაიმართა
15:13 25.10.2019
ზუგდიდის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ზურმუხტის ქსელში შემავალი ტერიტორიების “სამეგრელო 2-ის”, „რაჭა-ლეჩხუმისა“ და „სვანეთი-რაჭის“ მართვის გეგმების შემუშავების საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო სემინარები გაიმართა.

სემინარების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება კონსერვაციის მაღალი ინტერესის მქონე ადგილების თაობაზე, სადაც ვხვდებით დაცულ სახეობებსა და ჰაბიტატებს.
შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებმა მონაწილეებთან ერთად განიხილეს ზურმუხტის ქსელში შემავალი ტერიტორიებისთვის კონსერვაციის კონკრეტული ღონისძიებები და შესაძლებლობები გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის. ასევე, ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სოციალურ-ეკონომიკური გავლენის, ტრადიციული პროდუქციის ფასეულობის ზრდის, ეკოტურიზმის და სხვა საკითხების შესახებ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ზურმუხტის ქსელის განვითარება არის უმნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს 1979 წლის ბერნის ,,ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის’’ განხორციელებას. 2009 წელს აღნიშნულ კონვენციას საქართველოც შეუერთდა, რითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულებები ველური ბუნების სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციის სტანდარტების ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოეყვანა ამჟამად, საქართველოს ზურმუხტის ქსელი 39 ზურმუხტის საიტისგან შედგება. ამასთანავე, 7 საიტი არის ქსელში შესვლის კანდიდატი, ხოლო 12 შეთავაზებული. აღებული ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს ზურმუხტის ქსელის 3 საიტის მართვის გეგმები მზად უნდა ჰქონდეს 2023 წლისთვის, ხოლო დანარჩენ 36 დანიშნული საიტის - 2024 წლისთვის.

საინფორმაციო და საკონსულტაციო ხასიათის სემინარები ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელებაში“ ფარგლებში სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა