logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მარიამ ჯაში: როცა საინგილოდან ჩამოსულ უსინათლო სტუდენტს ლევან ყიყიშვილს გაიცნობთ, დარწმუნდებით, რომ ყველა მიზანი მიღწევადია
მარიამ ჯაში: როცა საინგილოდან ჩამოსულ უსინათლო სტუდენტს ლევან ყიყიშვილს გაიცნობთ, დარწმუნდებით, რომ ყველა მიზანი მიღწევადია
19:33 24.10.2019
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საინგილოდან ჩამოსულ სტუდენტს, ლევან ყიყიშვილს და კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორს, მათე ტაკიძეს შეხვდა.

ლევან ყიყიშვილი ისტორიული ჰერეთიდან, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოდან უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად საქართველოში ჩამოვიდა და დღეს თბილისში კოლეჯ „სპექტრის“ სტუდენტია.

„ლევანი შარშან საინგილოდან დამიკავშირდა ესმა გუმბერიძის - უფლებადამცველისა და დღეს გაეროში ჩვენი ახალგაზრდობის წარმომადგენლის შუამდგომლობით. ის დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდა და ცდილობდა საქართველოში სასწავლებლად ჩამოსვლას და წელს კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელის, მათე ტაკიძის განსაკუთრებული თანადგომით ის უკვე სტუდენტია და ეუფლება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, კერძოდ, ვებ ინტერფეისის დეველოპერის პროფესიას.

როდესაც გაიცნობთ ლევანს, დარწმუნდებით, რომ ყველა მიზანი მიღწევადია. საქართველოს სიყვარულმა ჩამოიყვანა საინგილოდან უსინათლო ახალგაზრდა და დღეს ის არა მხოლოდ პროფესიას ეუფლება, არამედ ემზადება დასაქმებისა და დამოუკიდებელი მოღვაწეობისათვის. ლევანი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბატონ მათე ტაკიძეს, „სპექტრის“ თანამშრომლებსა და სტუდენტებს, რომლებიც მისი მეგობრები გახდნენ. მათ უდიდესი თანადგომა გაუწიეს და ყოველდღიურად გვერდში უდგანან საინგილოდან ჩამოსულ სტუდენტს სასწავლო პროცესში და ახალი პროფესიის დაუფლებაში“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა