logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რუსუდან თევზაძე: უკლებლივ ყველას აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი ფინანსები და განახორციელოს მისთვის სასურველი ქველმოქმედება
რუსუდან თევზაძე: უკლებლივ ყველას აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი ფინანსები და განახორციელოს მისთვის სასურველი ქველმოქმედება
12:04 24.10.2019
„უკლებლივ ყველას აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი ფინანსები და განახორციელოს მისთვის სასურველი ქველმოქმედება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი რუსუდან თევზაძე, ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას.

მისი თქმით, ეს გრძელვადიანი, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური აქტია, რომელიც ერთნაირად მტკივნეულია დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის.

„გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი სახელმწიფო თავისი განვითარების ევროპულ გზაზე დგას და შესაბამისად, მართვაში იზიარებს დემოკრატიული ღირებულებების პრინციპებს.

ცხადია, დემოკრატიულ საზოგადოებაში უპირველესი პრიორიტეტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, თუმცა, ძალზედ სამწუხაროა და დასაფიქრებელი, რომ ხშირ შემთხვევაში ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის ეს უფლება, ნებით თუ უნებურად, პოლიტიკური კონტენტით გაჯერებულ ბულინგის სახეს იღებს.

ბულინგი და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა მნიშვნელოვანი საკითხისადმი, აი რა გამოიკვეთა ბოლო დღეებში მასმედიასა და სოციალური ქსელებში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, რომელიც კონკრეტული პიროვნების მიერ, მისი საკუთარი ფინანსური სახსრების ქველმოქმედების მიზნით განკარგვის მიზანშეწონილობას უკავშირდება.

უკლებლივ ყველას აქვს პერსონალური უფლება თავად განკარგოს საკუთარი ფინანსები და განახორციელოს მისთვის სასურველი ქველმოქმედება. ეს ინდივიდის პირადი არჩევანია, თუ სად ვის და რა ფორმით გაუწევს დახმარებას.

რაც შეეხება საკითხის პროფესიულ მხარეს, დამერწმუნეთ, რომ ეს გრძელვადიანი, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური აქტია, რომელიც ერთნაირად მტკივნეულია დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის.

სასურველია, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა, კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა თუ პოლიტიკურად ორიენტირებულმა მასმედიამ, ამგვარი საკითხების საკუთარი მიზნებით გამოყენების ნაცვლად იმაზე იფიქრონ, თუ რა კატასტროფული შედეგების მომტანი შეიძლება იყოს მათთვის, მათი შვილებისა და ყველა ჩვენთაგანისთვის ამაზონის ტყეებში - „მსოფლიო ფილტვებში“ მიმდინარე საგანგაშო პროცესები“, - წერს ანალიტიკოსი. შეგახსენებთ რომ, მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელი მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა