logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ვოლვო ქარსი“ მომავალში სრულ ელექტრიფიცირებას გეგმავს
„ვოლვო ქარსი“ მომავალში სრულ ელექტრიფიცირებას გეგმავს
15:33 23.10.2019
„ვოლვო ქარსი“ საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმის განხორციელებას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს 2025 წლისთვის ერთ ავტომობილზე, მთელი მისი საექსპლუატაციო ციკლის განმავლობაში, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის 40%-ით შემცირებას. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, „ვოლვო ქარსი“ 2040 წლისთვის გახდეს კომპანია, რომელიც გავლენას არ მოახდენს კლიმატურ ცვლილებებზე.
გეგმაში წარმოდგენილია კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯები. ეს ნაბიჯები თანხვედრაშია 2015 წლის პარიზის გლობალურ შეთანხმებასთან კლიმატის შესახებ, რომლის მიზანია, გლობალური დათბობა შეამციროს საწარმოო რევოლუციამდელი პერიოდის დონესთან შედარებით 1.5 გრადუსით მეტ ტემპერატურამდე.

„ვოლვო ქარსის“ 2040 წლის გეგმები სცილდება გამონაბოლქვი ნივთიერებების შემცირებას და მოიცავს სრულ ელექტრიფიცირებას, ეს არის კიდევ ერთი სფერო, სადაც კომპანია უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. მასალების გადამუშავებისა და ხელახალი გამოყენების გზით ის, ასევე, ცდილობს, მოაგვაროს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის პრობლემა თავის საწარმოო ქსელში.

„ჩვენ გარდავქმნით ჩვენს კომპანიას კონკრეტული ქმედებებით და არა სიმბოლური დაპირებებით. „ვოლვო ქარსში“ ვზრუნავთ როგორც საწარმოო პროცესზე, ისე ჩვენი ავტომობილების მიერ გამოყოფილ გამონაბოლქვზე. ჩვენ გადავჭრით ყველა პრობლემას, რომელზეც შეგვიძლია გავლენის მოხდენა, მოვუწოდებთ რა ჩვენს მომწოდებლებს და ენერგეტიკულ სექტორს, შემოგვიერთდნენ ნეიტრალური კლიმატიანი მომავლისკენ სავალ გზაზე“, - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა ჰაკან სამუელსონმა.

2025 წლისთვის CO2 გამონაბოლქვის 40%-ით შემცირების განსახორციელებლად, კომპანიამ დაგეგმა მთელი რიგი ნაბიჯები თავისი ოპერაციების სხვადასხვა ნაწილში. ყველაზე გამორჩეული მიზანია, 2025 წლისთვის მსოფლიო გაყიდვების 50% იყოს სრულად ელექტროავტომობილები, რომლის შედეგადაც 2025 წლისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი ერთ ავტომობილზე 50%-ით შემცირდება.

კომპანიის უახლოესი გეგმები, ასევე, მოიცავს ვოლვოს ახალ ავტომობილებში ხელმეორედ გადამუშავებული პლასტმასის 25% წილის გამოყენებას და კომპანიის მთლიანი ოპერაციებიდან წარმოშობილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის 25%-ით შემცირებას, წარმოებისა და ლოჯისტიკის ჩათვლით.

„ვოლვო ქარსი“ იყო პირველი ტრადიციული ავტომობილების მწარმოებელი, რომელმაც მიზნად დაისახა სრული ელექტროფიცირება და შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების წარმოებიდან ეტაპობრივად ამოღება. მიმდინარე წლიდან, ყოველი ახალი მოდელის ვოლვო ელექტრიფიცირებული იქნება, დღესდღეობით კომპანია უშვებს თავის პირველ სრულად ელექტროავტომობილს - XC40.

ელექტრომობილი XC40 არის პირველი ავტომობილი „ვოლვო ქარსის“ ახალი დამუხტვადი ავტომობილების ხაზში. „დამუხტვადი“ - ეს იქნება საერთო სახელი სრულად ელექტრო და plug-in ჰიბრიდული აგრეგატების მქონე ყველა ვოლვოსთვის. დამუხტვადი ავტომობილების ხაზი მიზნად ისახავს „ვოლვო ქარსის“ ელექტრიფიცირებული ავტომობილების გაყიდვების მოცულობის სამომავლო ზრდას და plug-in ჰიბრიდების მძღოლების წახალისებას, რაც შეიძლება მეტად ისარგებლონ Pure რეჟიმით.

კომპანია ახალი ხედვის ფარგლებში მიზნად ისახავს, მომხმარებლები უზრუნველყოს გადაადგილების თავისუფლებით, პერსონალური და მდგრადი უსაფრთხო გზით. „ვოლვო ქარსის“ მიზანია, მისი მსოფლიო გაყიდვების ნახევარი იყოს სრულად ელექტროავტომობილები, ამ დროისთვის კომპანიაში, ასევე, მოელიან, რომ მათი გაყიდული ავტომობილების ერთი მესამედი მართვის ავტომატური სისტემით იქნება აღჭურვილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა