logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში „2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების” საჯარო განხილვა გაიმართა
თბილისში „2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების” საჯარო განხილვა გაიმართა
14:46 23.10.2019
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული „2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის” საჯარო განხილვა.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას საჯარო განხილვაში მონაწილეობისათვის და მათ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შემუშავებისა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

საჯარო განხილვას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას წარედგინა ეროვნული მოხსენების პროექტი, რის შემდგომაც საჯარო განხილვა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები პროექტთან დაკავშირებით.

ეროვნული მოხსენება წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მზადდება და მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ. ეროვნული მოხსენების პროექტის ცალკეული თავები შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (ე.წ. მწვანე და გარემოზე ეკონომიკური სექტორების ზემოქმედების თავები) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (წყლის რესურსების თავი) მხარდაჭერით.

ეროვნული მოხსენების დოკუმენტი მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა, სხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები და რისკები, ეკონომიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე და გარემოსდაცვითი მმართველობა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა