logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ისაკაძე: კრიტიკასაც უნდა ცოდნა და რაც მთავარია ისიც უნდა იყოს ღირსეული, ადეკვატური და ზრდილი
გიორგი ისაკაძე: კრიტიკასაც უნდა ცოდნა და რაც მთავარია ისიც უნდა იყოს ღირსეული, ადეკვატური და ზრდილი
12:32 23.10.2019
"ქირქილი ან დაცინვა ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებისა, გააკეთოს დონაცია ამაზონის ტყეების და ჯუნგლების ,თუ გლობალური დათბობის გადასარჩენად, ბოლო დონის გოიმობა მგონია ,უპატივცემულობა და პირველ რიგში უსაქმურობის გამოვლინებაც. ბერა ივანიშვილს ამისთვის არც სახელმწიფო ფული გამოუყენებია და არც არავის ჯიბიდან იღებს ამას ,რასაც სწირავს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად“,- ამის შესახებ ,,BMG“ - ის დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ განაცხადა და ამაზონის ტყეების გადასარჩენად ბერა ივანიშვილის დონაციას გამოეხმაურა.


,,გუშინ, ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე და ჩემმა კოლეგებმა მემგონი უფრო მეტი მომიყვნენ გამოხმაურება ბერა ივანიშვილის ამ ვიდეოზე, ამაზონის ტყის უმძიმეს ხანძართან დაკავშირებით, სადაც პლანეტის ჟანგბადის გამომუშვების და სიმწვანის თუ არ ვცდები 20 % -ია თავმოყრილი. ჩვენ ვაკრიტიკებთ ძალზე ხშირად ბიძინა ივანიშვილს, რაშიც ვერც ადრე, ვერც ახლა და ვერც მომავალში პრობლემას ვერ ვხედავ ,რადგან არასდროს შეგვპარვია ჩვენს სიტყვაში ეჭვი, შესაბამისად კრიტიკაში და სიმართლეში. ასევე ეს კრიტიკა არასდროს გასცდენია ჩვეულ საქმიან ტონალობას,კონკრეტულ და არგუმენტირებულ პრეტენზიებს მის მიმართ. ქირქილი ან დაცინვა ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებისა გააკეთოს დონაცია ამაზონის ტყეების და ჯუნგლების, თუ გლობალური დათბობის გადასარჩენად ბოლო დონის გოიმობა მგონია, უპატივცემულობა და პირველ რიგში უსაქმურობის გამოვლინებაც. ბერა ივანიშვილს არც სახელმწიფო ფული გამოუყენებია ამისთვის და არც არავის ჯიბიდან იღებს ამას ,რასაც სწირავს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად.მინდა ვთქვა მათ გასაგონად, ტროლები თუ ბოტები, ხორციელი თუ უგულო, უფრო მეტად უტვინო ადამიანების გასაგონად, რომ ამ კრიტიკასაც უნდა ცოდნა და რაც მთავარია ისიც უნდა იყოს ღირსეული, ადეკვატური და ზრდილი. ამას თუ ვერ ან არ ახერხებ, გააგრძელე ჭორაობა, თან უსაქმური და უსაგნო, რადგან საქართველოს ცხოვრებაში მარადიული იქნება მხოლოდ გოიმობა და ჭორაობა, საქმე ნაკლებად. საქმე საქმეზე რომ დგება, ყველა იქ ხართ სადაც ჯერ არს. ჯერ კიდევ ჩვენი უფროსი თაობის დიდმა ნაწილმა სულ სხვისი ფულის და სამთავრობო ავტომობილების თვლაში გაატარა ცხოვრება და 21-ე საუკუნეში უბნის ბირჟები სოც ქსელებმა ჩაანაცვლეს, თუმცა არ შეცვლილა არც დამოკიდებულება, არც შეფასებები და რაც ყველაზე გულსატკენია არ შეცვლილა გონება და ტვინი. საქმეს მივხედოთ, რომ საკუთარი დავთვალოთ, მეტად შეძლებული ვიყოთ, ვიდრე სხვა, რომ უკეთსი, ან უფრო ეფექტური დახმარება შევძლოთ საქართველში და მის ფარგლებს გარეთ. არა ზარმაცების, ან ბაქიების, არამედ ვისაც უჭირს ან შრომა, ან უნარშეზღუდულია. ბოდიშს ვიხდი დილის სადღეგრძელოსთვის, მაგრამ ვერ მოვითმინე, სხვანაირად არც შემიძლია და ესაა სიმართლე ჩემგან და მიიღეთ როგორც არის"-აცხადებს ისაკაძე.

შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ამაზონის ტროპიკულ ჯუნგლებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მან ამაზონის ტყის გადასარჩენად საქველმოქმედო ორგანიზაციას მილიონ 100 ათასი დოლარი შესწირა.

"ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამას შევძლებთ“ , - ტყის აღდგენასთან დაკავშირებით ამბობს ბერა ივანიშვილი და სურს დაეხმაროს თავის ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც როგორც ბერა ივანიშვილი ამბობს -"ჩვენსა და კატასტროფას შორის დგანან . "იმის მიუხედავად, რომ ათასობით კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმაც ისეთი მიმიღეს როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ უზადო პატივისცემით ოჯახის წევრივით, მსგავსი სიყვარულის სულისკვეთებით მსურს დავეხმარო მათ, რამენადაც შემიძლია. ფრთხილი ფიქრის შემდეგ ვიპოვე ორგანიზაცია, რომელსაც შემიძლია ვენდო, გადავწყვიტე მათ გადავურიცხო მილიონ ასი ათასი დოლარი, რაც საკუთარი შრომით გამოვიმუშავე და ჩემი ოჯახის წვლილიც აქ არის. მოგიწოდებთ ყველას მიიღოთ მონაწილეობა და იმოქმედოთ “ , - ამბობს ბერა ივანიშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა