logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სრულიად ელექტრო ვოლვო XC40 წარმოგიდგენთ უახლეს საინფორმაციო სისტემებს
სრულიად ელექტრო ვოლვო XC40 წარმოგიდგენთ უახლეს საინფორმაციო სისტემებს
18:54 11.10.2019
16 ოქტომბერს ვოლვო წარმოადგენს სრულიად ელექტროავტომობილს Volvo XC40-ს, უახლესი საინფორმაციო სისტემით, რომელიც მხარდაჭერილია ანდროიდისა და გუგლის ტექნოლოგიური პლატფორმების მიერ.

ვოლვომ განახორციელა საინფორმაციო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც გამოყენებული იქნება ვოლვოს უახლეს მოდელ XC40-ში. ანდროიდის სისტემის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა მომხმარებლის უპრეცედენტო პერსონალიზაცია, რაშიც, ასევე, დიდ როლს ასრულებს გუგლი, თავისი ტექნოლოგიური სერვისებით.

ვოლვო არის პირველი კომპანია, რომელიც თანამშრომლობს გუგლთან, ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემების მიმართულებით და მომხმარებელს სთავაზობს ინტეგრირებულ Google Assistant-ს, Google Map-ს და Google Play Store სისტემებს. ახალ სისტემაში წარმოდგენილია სრულად ინტეგრირებული ანდროიდის საავტომობილო სისტემა, რომელიც აერთიანებს გუგლის რუკებს, გუგლ ასისტენტს და სხვა საავტომობილო აპლიკაციებს.

ელექტრო XC40 პირველი ვოლვოა, რომელიც მიიღებს პროგრამებისა და ოპერაციული სისტემის განახლებას ჰაერის მეშვეობით. სრულიად ელექტრო XC40 მუდმივად განაგრძობს განახლებას და გაუმჯობესებას, მიუხედავად სისტემების იმ პიკური რაოდენობისა, რომელიც ავტომობილს ქარხნიდან მოჰყვება.

„საბოლოოდ ჩვენ შევძელით და გაძლევთ იმ გამოცდილებას ავტომობილში, რომელსაც აქამდე მხოლოდ სმარტფონის საშუალებით იღებდით, თუმცა ახლა ეს უფრო უსაფრთხოდ ხდება, ხოლო საჰაერო განახლებების მეშვეობით თქვენი ვოლვო მუდმივად დარჩება ლიდერი ტექნოლოგიური პროდუქტების მიმართულებით“. - განაცხადა ვოლვოს ტექნიკურმა დირექტორმა ჰენრიკ გრინმა.

ანდროიდის საავტომობილო ოპერაციული სისტემის ერთ-ერთი საუკეთესო მახასიათებელია ის, რომ აღნიშნული სისტემა მილიონობით დეველოპერს მოიცავს. ახალ ვოლვოში ხელმისაწვდომია ის ტექნოლოგიები და სერვისები, რომლებიც Play Store-შია წარმოდგენილი. გუგლის ასისტენტი მოგცემთ შესაძლებლობას, აკონტროლოთ სისტემა ხმის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ მოქმედებები, როგორებიცაა ტემპერატურის კონტროლი, ადგილმდებარეობის მონიშვნა, სასურველი მუსიკის ჩართვა და სხვა. შეძლებთ მესიჯების გაგზავნასაც.

მთელი ეს ინტეგრაცია განპირობებულია მძღოლის ყურადღების შენარჩუნებისთვის. გუგლის ასისტენტი გაძლევთ საშუალებას, აკონტროლოთ თქვენი სმარტფონი მასთან შეხების გარეშე. გუგლი მოგამარაგებთ უახლესი რუკებით და გამცნობთ ვითარებებს გზებზე რეალურ დროში, რაც მოგცემთ საშუალებას, წინასწარ გაიგოთ არსებული შეფერხებების შესახებ და თავი აარიდოთ გადატვირთულ ქუჩებს. ეს ტექნოლოგიები გააუმჯობესებს თქვენი XC40-ის შესაძლებლობებს Advanced Driver Assistance Systems-ის მხრივ, ავტომობილს მიაწვდის ინფორმაციებს გზებზე სიჩქარის ლიმიტების შესახებ ან გზის მრუდების შესახებ, რომელებიც გამოყენებული იქნება მძღოლის გარეშე მართვისთვის.

ვოლვოს ჯგუფი, ასევე, განაგრძობს დამაკავშირებელი სერვისების განვითარებას ტექნოლოგიური სერვისის Volvo On Call-ის მეშვეობით. მაგალითისთვის, ახალი სისტემა სრულად იქნება ინტეგრირებული Volvo On Call-თან, რაც მოგცემთ ელემენტის დონისა და დატენვის სტატუსის ნახვის საშუალებას. Volvo On Call-ი გამოიყენება ისეთი მოქმედებების შესასრულებლად თქვენი სმარტფონის მეშვეობით, როგორებიც არის ზამთარში ავტომობილის წინასწარი გათბობა, პარკინგზე ავტომობილის პოვნა, ავტომობილის გაღება /დაკეტვა ან გასაღების გაზიარება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა