logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სკანდალი კონსერვატორიაში - მანანა დოიჯაშვილს შანტაჟში და კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ
სკანდალი კონსერვატორიაში - მანანა დოიჯაშვილს შანტაჟში და კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ
20:17 19.10.2019
თბილისის ივ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ორშაბათს რექტორის არჩევნებია დაგეგმილი. რექტორობის სურვილს ოთხი კანდიდატი გამოთქვამს: ნანა შარიქაძე, ნინო ჟვანია, თამარ ჩხეიძე და ირაკლი ცინცაძე.

კონსერვატორიის თვითმართველობის ყოფილი პრეზიდენტი, კონსერვატორიის მაგისტრანტი სიმონ ჩაჩანიძე აცხადებს, რომ სასწავლებელი წლებია მანანა დოიჯაშვილის კლანის მიერ იმართება. დოიჯაშვილი ამჟამად რექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს და ჩაჩანიძის ინფორმაციით, აქტიურად ლობირებს საკუთარ პროტეჟეს რეაქტორის თანამდებობაზე.

ჩაჩანიძე ირწმუნება, რომ დოიჯაშვილი 19 წელია თანამშრომლების დაშანტაჟებით და მათზე ზეგავლენის მოხდენით ცდილობს პროცესების მართვას.

სიმონ ჩაჩანიძე, კონსერვატორიის მაგისტრანტი:

-ეს არის კლანური მმართველობის და მახინჯი სისტემის გამოვლინება, რომელსაც აქვს მარადიულობის განცდა. ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად, წლების განმავლობაში, საკუთარი გავლენების შენარჩუნების მიზნით.

-რას გულისხმობთ კლანურ მმართველობაში?


-გადახედეთ მანანა დოიჯაშვილის კონსერვატორიასთან ურთიერთობის პირველ წლებს და ნახეთ, რომელი წელია ახლა? ეს ადამიანი 11 წელი თავად იყო რეაქტორი, 8 წელი გახლავთ პრორექტორი. ახლა მისი მხარდაჭერილი კანდიდატის გაყვანით ცდილობს დარჩეს სადავეებთან მომდევნო ოთხი, ან რვა წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ჩემში ბუნებრივად გაჩნდა პროტესტი და კითხვა - როდემდე შეიძლება?!

-ვინ არიან ადამიანები, ვისაც ქალბატონი მანანას კლანში მოიაზრებთ?

-მაგ საკითხზე, თუ ჩავთვლი საჭიროდ საუბარს, მე თვითონ ვილაპარაკებ ღიად. არ ვთვლი საჭიროდ, რომ ახლა ვისაუბრო ამ საკითხზე, თანაც სატელეფონო ინტერვიუს ფორმატში, მით უმეტეს, ვერ ვხედავ ვინ დგახართ მეორე მხარეს.

- კი ბატონო... თქვენი ნებაა.

-მე არ ვიბრძვი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად, მე ვიცავ სიმართლეს. მერწმუნეთ ჩემს აზრს ბევრი იზიარებს, მაგრამ ხმას ვერ იღებენ. მანანა დოიჯაშვილის მმართველობის სიმახინჯეც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყველას მისი შიში აქვს. ვინც ხმას ამოიღებს, დასჯიან სხვადასხვა გზით. 19 წელია ეს ქალი ზის. ამჟამად ის გახლავთ პრორექტორი, კათედრის გამგე, სრული პროფესორი, დიდი და პატარა დარბაზების სამხატვრო ხელმძღვანელი, ამ პოზიციებზე მისი ნებართვის გარეშე ცხადია, არაფერი ხდება. მის სუბიექტურ შეხედულებებზეა დამოკიდებული სტუდენტების, და არამხოლოდ სტუდენტების, ხვალინდელი დღე. მაღალია აკლბათობა, რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში თითოეულ მათგანს შეექმნას პრობლემები, რაც არაერთხელ მომხდარა კონსერვატორიაში.

ჩვენ სიმონ ჩაჩანიძის ბრალდებებზე კომენტარის ჩასაწერად მანანა დოიჯაშვილთან ვცადეთ დაკავშირება, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მისი სურვილის შემთხვევაში, „პრაიმტაიმი“ დოიჯაშვილის ინტერვიუს ასევე უცვლელად შემოგთავაზებთ.

www.primetime.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა