logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, გაზგამანაწილებელ კომპანიებს მოწყობილობების შემოწმების შესაძლებლობა მისცენ
ნათია თურნავა: მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, გაზგამანაწილებელ კომპანიებს მოწყობილობების შემოწმების შესაძლებლობა მისცენ
14:23 19.10.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, გურამიშვილის გამზირზე გაზის აფეთქების შედეგად ყველაზე მძიმედ დაზარალებული იოსებ ჯავახიშვილი მოინახულა. პაციენტი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში მინისტრმა გაზის მომხმარებლებს მოუწოდა, მისცენ შესაძლებლობა გაზგამანაწილებელ კომპანიებს, შეამოწმონ გაზის მოწყობილობები და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, გაზის მიწოდების აღდგენა თვითნებურად არ სცადონ.

ნათია თურნავას განცხადებით, მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანთა ჯანმრთელობა და მათი მდგომარეობაა. „ჩვენ გავამკაცრეთ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული რეგულაციები. გაზგამანაწილებელი კომპანიები გეგმურ შემოვლას ახორციელებენ და ყველა იმ აბონენტს ამოწმებენ, სადაც გაზის მოწყობილობებია დამონტაჟებული. თუკი მოსახლეობა არ გვეთანამშრომლა და გაგებით არ მოეკიდა ამ ყველაფერს, ასეთი შემთხვევების პრევენცია რთული იქნება. ამიტომ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს - დადგა გათბობის სეზონი და მაქიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ. აუცილებლად მივცეთ გაზგამანაწილებელ კომპანიებს შესაძლებლობა, რომ შემოვიდნენ და შეამოწმონ მოწყობილობები. თუ აუცილებელი გახდა გამოცვლა და თუ მიიღეს რეკომენდაცია, რომ შეცვალონ ეს მოწყობილობები, თვითნებურად არ მიაერთონ, რადგან საუბარია ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. არ უნდა შეუქმნან საფრთხე არც საკუთარ თავს და არც მეზობლებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარების წესების გამკაცრების კუთხით, სავალდებულო წესით შემოვა დეტექტორების დამონტაჟება - „ეს შეეხება როგორც ახალ მშენებლობებს, ასევე ძველ მშენებლობებს. ყველგან უნდა არსებობდეს გაზის დეტექტორი, რომელიც შეგვატყობინებს საფრთხეს და დაგვიცავს უბედური შემთხვევისაგან,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა