logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
	თბილისი ბავშვზე მორგებული ქალაქების დეკლარაციას შეუერთდა
თბილისი ბავშვზე მორგებული ქალაქების დეკლარაციას შეუერთდა
11:13 19.10.2019
თბილისის მერმა კახა კალაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პროექტის „ბავშვზე მორგებული ქალაქები“ ფარგლებში, კიოლნის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დეკლარაცია მიზნად ისახავს ბავშვთა ცხოვრების, შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის დონის გაზრდას ქალაქებში.

გერმანიის ქალაქ კიოლნში, 15-18 ოქტომბერს, ბავშვთა მეგობრული ქალაქების პირველი საერთაშორისო სამიტი გაიმართა, რომელზეც აღნიშნულ დეკლარაციას მსოფლიოს 40 ქვეყნის 100-ზე მეტი ქალაქი შეუერთდა. სამიტი, UNICEF-ისა და ქალაქ კიოლნის მერიის მიერ იყო ორგანიზებული და აერთიანებდა მერებს, ადგილობრივ ლიდერებს, სფეროს ექსპერტებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს.

საქართველოდან სამიტში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა თინათინ ბაუმმა. "კიოლნის დეკლარაცია ეფუძნება მანიფესტს, სახელწოდებით „ჩვენი ქალაქები, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მომავალი“. მანიფესტი განსაზღვრავს, თუ როგორ შეუძლიათ ქალაქებს, წამოსწიონ ბავშვები წინა პლანზე და მიაღწიონ პროგრესს გაეროს მდგრადი განვითარების იმ მიზნების (SDG 2030) მიღწევაში, რომელიც დაკავშირებულია ბავშვებთან და მათ უფლებებთან. კიოლნის დეკლარაცია გულისხმობს ყველა ბავშვისა და ახალგაზრდისთვის ისეთი ჯანსაღი და უსაფრთხო საზოგადოებისა და გარემოს შექმნას, რომელშიც ბავშვის უფლებები და საჭიროებები, მიღებული და გაზიარებული იქნება საზოგადოების წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლებებისგან, რაც ასახვას ჰპოვებს კანონმდებლობაში, პოლიტიკაში, ბიუჯეტსა და გადაწყვეტილებებში",-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ბავშვზე მორგებული ქალაქი“ UNICEF-ის პროექტია, რომელიც 1996 წლიდან დაიწყო და მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის იურისდიქციის ფარგლებში, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფას. პროექტი 24 ქვეყანაში, ცალკეულ რეგიონებსა და თვითმმართველ სუბიექტებს მოიცავს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა