logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დააზღვევს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დააზღვევს
17:59 18.10.2019
პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმად, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.

ცვლილებები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და იმ თანამშრომლებს ეხებათ, რომლებსაც გარემოს დაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთის უფლებამოსილება აქვთ მინიჭებული.

კანონპროექტის მთავარი მიზანია, დეპარტამენტის აღნიშნული თანამშრომლებისთვის შეიქმნას გარკვეული სოციალური დაცვის გარანტიები (სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა, ერთჯერადი დახმარება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის, დასახიჩრების ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში, რასაც მოყვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი), რაც მათ აქამდე არ ჰქონიათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ კონტროლის განხორციელებისას, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებს, ხშირად, საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების გზით, უწევთ კანონდამრღვევებთან (მათ შორის, როგორც წესი, შეიარაღებულ ბრაკონიერებთან) გამკლავება, რა დროსაც არსებობს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ზიანის მიყენების მაღალი რისკი. ეს რისკი კი, გარემოს დაცვის სფეროში დეპარტამენტის მიერ გააქტიურებული ბრძოლის შედეგად, კიდევ უფრო გაიზარდა.

კანონპროექტის თანახმად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დააზღვევს.

დღეის მდგომარეობით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა დაღუპვის შემთხვევები არ ყოფილა. თუკი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, ახალი კანონმდებლობით, მის ოჯახს (მემკვიდრეს), დეპარტამენტის ბიუჯეტიდან, გადაეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 ათასი ლარის ოდენობით. ასევე, დეპარტამენტი აანაზღაურებს დაღუპული თანამშრომლის დაკრძალვის ხარჯებს 500 ოდენობით.

ერთჯერადად ფულადი დახმარებები გადაეცემათ იმ თანამშრომლებსაც, რომელთა ჯანმრთელობასაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგება ზიანი.

ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, დაზარალებულ თანამშრომელს, ერთჯერადად 7 ათასი ლარი გადაეცემა; ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში - 4 ათასი ლარი; ჯანმრთელობის ნაკლებად დაზიანების შემთხვევაში კი - 2 ათასი ლარი.

„გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება ეხება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებსაც - დეპარტამენტი უფლებამოსილი იქნება მათ საკუთარი ბიუჯეტიდან დაუქირაოს საცხოვრებელი ბინა, ოჯახის წევრებთან (მეუღლე და შვილები) ერთად საცხოვრებლად. ეს იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარეობს, ან სამუშაო ადგილიდან არანაკლებ 30 კილომეტრითაა დაშორებული. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგენს. მინისტრი, შესაბამის ბრძანებას, 2020 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა