logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფმა მუშაობა დაიწყო
„სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფმა მუშაობა დაიწყო
16:00 18.10.2019
ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა, დაიწყეს თემატური მოკვლევა „სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“, რომლის მიზანია, შეისწავლოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობა, შეამოწმოს აღსრულების პროცესის ეფექტურობა, გამოკვეთოს არსებული პრობლემები, დასახოს მათზე რეაგირების გზები და შესაბამისი ორგანოებისთვის შეიმუშაოს რეკომენდაციები.

ჯგუფის შეიქმნის აუცილებლობა რეფორმის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესმა და საზოგადოებაში არსებულმა მოლოდინებმა განაპირობა.

თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა საკანონმდებლო ორგანოში საინფორმაციო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა.

„სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არის ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებული ერთ-ერთი მასშტაბური რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური იქიდან გამომდინარე, რომ ეხება არა მხოლოდ ავტოტრანსპორტის მფლობელებს არამედ, ყველა მოქალაქეს. თითოეული ჩვენგანის ინტერესია უსაფრთხოდ გადავადგილდეთ და ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს რეფორმა სწორად და მაღალ დონეზე წარიმართოს და პროცესში არსებულმა ტექნიკურმა თუ სხვა სახის პრობლემებმა რეფორმას მიზანშეწონილობას, მართებულობას, ლეგიტიმურობას, ჩრდილი არ მიაყენოს“, - აღნიშნა თემაზე მთავარმა მომხსენებელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის კომიტეტისთვის ეს არის პირველი თემატური მოკვლევა, რომლის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩართულობით განხორციელდეს მოკვლევა. შემუშავებული დოკუმენტი იქნება საფუძველი იმისა, რომ უზრუნველყოს საპარლამენტო კონტროლის განხორციელება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და ყველა იმ სტრუქტურაზე, რომელიც ჩართული არის რეფორმის განხორციელების პროცესში.

„თქვენი მონაწილეობის გარეშე ეს პროცესი ვერ შედგება, ამიტომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენთან ეფექტიანი, აქტიური, ნაყოფიერი, თანამშრომლობის. რაც უფრო სრულყოფილად შევძლებთ ყველა პრობლემის გამოვლენას, მით უფრო შედეგიანი იქნება ჩვენი მუშაობა და მით უფრო სრულყოფილი იქნება ის რეკომენდაციები, რომელსაც საბოლოო ჯამში, შევიმუშავებთ. მაღალი დონის თანამშრომლობის და თქვენი აქტიური ჩართულობის იმედი გვაქვს და ვფიქრობ, ძალიან კარგი საფუძველი არსებობს იმისთვის რომ ჩვენი ერთობლივი საქმიანობა წარმატებით და ნაყოფიერად დასრულდეს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

თემატური მოკვლევის პირველ საინფორმაციო შეხვედრაზე მოკვლევის მიზნებზე, სამუშაო პროცესზე, სამოქმედო გეგმასა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც საკითხზე მთავარმა მომხსენებელმა, თამარ ხულორდავამ აღნიშნა, „სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ თემატური მოკვლევის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გასაჯაროებულია პარლამენტის ვებ-გვერდზე. მისი თქმით, ყველა დაინტერესებულ პირს, პროცესში მონაწილეობის მსურველს, შესაძლებლობა ექნება თავიანთი წერილობით მოსაზრებები 28 ოქტომბრამდე წარმოადგინონ.

„სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ თემატური მოკვლევა USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა