logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი იწყება
აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი იწყება
15:41 18.10.2019
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახალი პროექტი „ეროვნული პარკები და ეკოტურიზმი“ იწყება.

პროექტს, რომლის მიზანია დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული განვითარების, მართვის გაუმჯობესების და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ამერიკის შეერთებული შტატების შინაგანი დეპარტამენტი განახორციელებს.
შეთანხმებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა და აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პროექტის ხელმძღვანელმა, პიტერ ქელერმა მოაწერეს.
შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბეთ რუდი ესწრებოდა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მხარდაჭერისთვის და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა მრავალ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის აღსანიშნავია დაცული ტერიტორიების მართვის კუთხით მხარდაჭერა. ახალი პროექტი, რომლის განხორცილებასაც ვიწყებთ, ხელს შეუწყოს როგორ სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე, დაცული ტერიტორიებზე სხვდასხვა ეკონომიკური პროექტის განხორციელებას, რაც ადგილობრივ მოსახელობის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ელიზაბეთ რუდმა პროექტის დაწყების შეთანხმების ხელმოწერას პარტნიორული ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა უწოდა და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოხარულია, რომ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, საქართველოს მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში ეხმარება. ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი კომპონენტი ბუნებრივი ტერიტორიების დაცვა და განვითარებაა. მოხარული ვარ, რომ USAID-ის დახმარებით, ახალ პროექტს ვიწყებთ, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარებას, მართვის სისტემის გაუმჯობესებას და მდგრად განვითარებას. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი თემების ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადობისთვის“, - განაცხადა ელიზაბედ რუდმა.

როგორც USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, სააგენტოს აქვს მთავარი მიმართულებები და მიზნები საქართველოსთან მიმართებაში, რაც ქვეყნის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას გულისხმობს.

„დაცული ტერიტორიები საქართველოს საგანძურია, რომელსაც დაცვა და განვითარება სჭირდება. პროექტი ასევე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნის და ქვეყნაში ეკონომიკური ზრდის წახალისების თვალსაზრისით. ეს გახლავთ, USAID მეშვეობით, კიდევ ერთი მაგალითი ამერიკის მთავრობის დახმარებისა საქართველოს მიმართ“,- განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, ხატია წილოსანი და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა