დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14:00 საათამდე
ქერჩის ქუჩის ნაწილს, წერეთლის გამზირის ნაწილს, აგლაძის, ხოშარაულის, კერესელიძის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ენერგომომარაგება ფეიქრების ქუჩას და დაბა წყნეთს არ მიეწოდება.
ელექტროენერგია 10-დან 16:00 საათამდე კრწანისის ქუჩას, ხოლო 10-დან 17:00 საათამდე ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ნაფარეულის, ბარნოვის და ფალიაშვილის ქუჩებს, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალს შეეზღუდება.
სარემონტო სამუშაოების გამო შუქი 11-დან 15:00 საათამდე გლდანის V მიკრორაიონს, ხოლო 11-დან 17:00 საათამდე მოსკოვის გამზირის ნაწილს, ქინძმარაულის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.

















