logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ფაბრიკაში დღეს კონფერენცია - „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ გაიხსნება
ფაბრიკაში დღეს კონფერენცია - „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ გაიხსნება
19:23 17.10.2019
ფაბრიკაში დღეს კონფერენცია „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ გაიხსნება, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება შემოქმედებითი სივრცეების, ჰაბებისა და კლასტერების შექმნასთან დაკავშირებული გამოცდილება, გამოწვევები და პოტენციალი. კონფერენციის პირველი სესია დაეთმობა შემოქმედებითი სივრცეების განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკაზე, საჭიროებებსა და სარგებელზე საუბარს, მეორე სესია კი – შემოქმედებითი სივრცეების ინიციატივების შესახებ პრაქტიკული მაგალითების გაზიარებას.

პროექტი „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ მიზნად ისახავს საქართველოში შემოქმედებითი ჰაბების, კლასტერების და მულტიფუნქციური სივრცეების განვითარების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ასევე, დაგეგმილია შემოქმედებითი სფეროს საჭიროებათა მოკვლევა და იმ ეკონომიკური, კულტურული და სოციო-ურბანული სარგებლის განსაზღვრა, რასაც ამგვარი სივრცეების განვითარების შედეგად მიიღებს საქართველო.

ორი წლის განმავლობაში პროექტში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები შეიმუშავებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს მეტი შემოქმედებითი სივრცის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის განხორციელების პროცესში მონაწილეობს იუნესკოს საერთაშორისო ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის, მეწარმეობისა და კულტურის პოლიტიკის მიმართულებით - ლიდია ვარბანოვა (ბულგარეთი) და ადგილობრივი ექსპერტი, ნიკოლოზ ნადირაშვილი, კულტურის პოლიტიკის მიმართულებით.

შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარების პროექტი თანხვედრაშია „კულტურის სტრატეგია 2025“-ის სტრატეგიულ მიმართულებებთან, რაც გულისხმობს საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოებასა და მომსახურების გაუმჯობესებას. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს სსიპ შემოქმედებითი საქართველო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU/UNESCO Expert Facility on the Governance of Culture in Developing Countries“ ფარგლებში, რომლის მიზანია 12 ქვეყნის მხარდაჭერა კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიმართულებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა