მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში დღეს საერთაშორისო
კონფერენცია - „დემოკრატია სკოლაში“ გაიხსნება. კონფერენციის მეორე დღე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო ერთობლივი პროექტების ინიცირებას მიეძღვნება.
კონფერენციის გახსნას დაესწრებიან სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, განათლების ექსპერტები, პრაქტიკოსი პედაგოგები, სკოლების წარმომადგენლები, განათლების სპეციალისტები საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ნორვეგიიდან.
კონფერენცია „მომავლის სკოლა“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრის ორგანიზებით, ვერგელანდის ევროპულ ცენტრთან ერთად (ნორვეგია), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში 17-18 ოქტომბერს იმართება.
ღონისძიება 10:00 საათზე დაიწყება.

















